|
დასახელება:
ადმინისტრატორი
|
| მომწოდებელი:
შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 15 აპრილი
|
შპს "შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი" აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრატორის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. #2
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
სამუშაო საათები: 09:00-19:00 სთ
ანაზღაურება: 1000 ლარი
ძირითადი მოვალეობები:
** სტუდენტებისა და თანამშრომლების იდენტიფიკაცია და საჭიროების შემთხვევაში ინფორმაციის მიწოდება
** უნივერსიტეტში შემოსვლისა და გასვლის პროცესის კონტროლი დადგენილი წესების შესაბამისად
** უნივერსიტეტის შინაგანაწესისა და ეთიკის კოდექსით განსაზღვრული დისციპლინის დაცვა
** უნივერსიტეტის შენობაში უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფა
** უნივერსიტეტის ქონების დაცვა დაზიანებისა და დანაკარგისაგან
** უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 6-თვიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ინგლისური ენის ცოდნა მინიმუმ B1 დონეზე (სტუდენტებთან და უცხოელ სტუმრებთან კომუნიკაციისთვის)
კომპეტენციები და უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** კონფლიქტური სიტუაციების მართვის უნარი
** დროის ეფექტურად მართვის უნარი
** დამოუკიდებლად და გუნდში მუშაობის უნარი
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე 15 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: vacancy@ibsu.edu.ge.
სათაურის ველში გთხოვთ, აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|