|
დასახელება:
სკოლის საქმისმწარმოებელი
|
| მომწოდებელი:
გია მურღულიას უნივერსალური სკოლა
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 19 აპრილი
|
"გია მურღულიას უნივერსალური სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სკოლის საქმისმწარმოებლის პოზიციაზე.
სკოლა დაფუძნდა 2026 წელს. მისი დაარსების მიზანია ქართველის, საქართველოს მოქალაქის აღზრდა, რომლისთვისაც მთავარია ეროვნული ღირებულებების შესწავლა, გააზრება, ერთგულება და ცხოვრების პრინციპად ქცევა; ამავე დროს - მოსწავლის მსოფლიო კულტურის მემკვიდრედ ჩამოყალიბება.
სკოლა აცხადებს, რომ არსებით ამოცანად ისახავს ისეთი ქართული სკოლის შექმნას, რომელიც განათლების ხარისხით კონკურენციას გაუწევს საუკეთესო საერთაშორისო ანალოგებს.
მიზნის მისაღწევად და ამოცანის გადასაწყვეტად სკოლა საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას და ქმნის მენეჯერთა, პედაგოგთა და თანამშრომელთა ისეთ გუნდს, რომელსაც ყველაზე მაღალი აკადემიური, ორგანიზაციული და აღიარებულ წარმატებაზე ორიენტირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** სკოლაში/განათლების სისტემაში მუშაობის გამოცდილება;
** ქართული ენის მაღალ დონეზე ფლობა (წერითი, ზეპირი);
** საოფისე პროგრამების (Microsoft Word, Excel, Outlook, PowerPoint) სრულყოფილი ცოდნა
** ელექტრონული სკოლისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემებში მუშაობის გამოცდილება;
** სასურველია ინგლისური ენის ცოდნა.
ფუნქცია-მოვალეობები:
** სასკოლო დოკუმენტაციის აღრიცხვა, რეგისტრაცია, სისტემატიზაცია, დაარქივება; მოთხოვნის საფუძველზე, შესაბამისი დოკუმენტაციის დამოწმებული ასლებისა და სხვადასხვა დანიშნულების ცნობების გაცემა;
** შემოსული და გასული, მათ შორის ელექტრონული კორესპონდენციის აღრიცხვა, რეგისტრაცია, საჭიროებისამებრ დამუშავება, ადრესატისთვის წარდგენა/გადაგზავნა, კომპეტენციის ფარგლებში პასუხის გაცემა;
** დირექტორის ბრძანებებისა და განკარგულებების აღრიცხვა, მათი ადრესატამდე მიტანის კონტროლი;
** დოკუმენტებზე მუშაობის ტექნიკური მხარდაჭერა (ბეჭდვა, ასლის გადაღება);
** საჭიროებისამებრ, დირექტორის ბრძანებების, განკარგულებების, გასაგზავნი წერილებისა თუ სხვა დოკუმენტაციის პროექტების მომზადება;
** მოსწავლეების, მასწავლებლებისა და თანამშრომლების პირადი საქმეების წარმოების პროცესის მართვა (მათ შორის ელექტრონულ სისტემაში);
** შრომითი და მშობელსა და სკოლას შორის დასადები ხელშეკრულებების გაფორმების პროცესის მართვა;
** მოსწავლეების მიღებასა და გადაყვანასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის მომზადება;
** ელექტრონული სკოლისა და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში მონაცემების შეყვანა და განახლება;
** მშობლებისა და სხვადასხვა სტრუქტურებისა თუ ორგანიზაციებისთვის ოფიციალური ინფორმაციის მიწოდება;
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და ვიზიტორების მიღება;
** საჭიროებისამებრ, შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობა (დღის წესრიგი, ოქმების წარმოება).
პიროვნული მახასიათებლები:
** ორგანიზებულობა და პუნქტუალურობა;
** პასუხისმგებლობა და სიზუსტე;
** კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
** კომუნიკაბელურობა და გუნდური მუშაობის უნარი.
წარმოსადგენი დოკუმენტაცია:
** დიპლომის ასლი;
** რეზიუმე (CV) ფოტოთი;
** სარეკომენდაციო წერილი (სურვილისამებრ).
სამუშაო პირობები და ანაზღაურება:
** სამუშაო განაკვეთი - სრული (ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00);
** ანაზღაურება განიხილება ინდივიდუალურად - განმცხადებლის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
** გამოსაცდელი ვადა - 3 თვე.
კონკურსის ეტაპები:
** I ეტაპი - რეზიუმეების გაცნობა და გადარჩევა;
** II ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;
გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@gmus.edu.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
განცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 აპრილი.
თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "გია მურღულიას უნივერსალური სკოლის" მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "გია მურღულიას უნივერსალურმა სკოლამ" დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია.
|
|
|
|