Робота для біженців з України
გაყიდვების წარმომადგენელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გაყიდვების წარმომადგენელი
მომწოდებელი: MenuLink
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
ვაკანსია: გაყიდვების წარმომადგენელი (HoReCa - სასტუმრო, რესტორანი, კაფე)
კომპანია: "Menulink"

ანაზღაურება: 800-1500 ლარი + ბონუსები (წლიური პაკეტის გაყიდვის შემთხვევაში უფრო მეტი პროცენტი ვიდრე თვიურზე). შესაძლებელია ანაზღაურების ზრდა 2-3 თვეში შედეგიდან გამომდინარე.

სამუშაო პირობები:

სრული განაკვეთი, მოქნილი გრაფიკი, გამოსაცდელი ვადა: 2 კვირა. თუ საერთოდ შედეგს ვერ დავინახავთ თანამშრომლობას ვერ გავაგრძელებთ.

სამუშაოს აღწერა:

HoReCa ობიექტებში (რესტორნები, კაფეები, სასტუმროები) Menulink-ის პროდუქტის წარდგენა და გაყიდვა პროდუქტი მოიცავს მარტივ პროგრამულ ნაწილს (3-4 მოდული) და ტექნიკას, ძალიან მარტივად გასაგები და ასახსნელი.

პასუხისმგებლობები:

** ობიექტებში ვიზიტი და პრეზენტაცია (პლანშეტს კომპანია მოგცემთ)
** მენეჯერებთან/მფლობელებთან კომუნიკაცია (follow up)
** გაყიდვების დახურვა
** ახალი კლიენტების მოძიება
** დღის მოკლე ფიდბექი

საწყის ეტაპზე ჩვენ გადმოგცემთ 50 მდე ლოკაციას იმ ობიექტების რომლებიც უკვე სარგებლობენ მსგავსი პროდუქტით და მარტივი ასახსნელი იქნება.

ამის შემდეგ თქვენი მოვალეობაა მოიძიოთ ობიექტები.

მოთხოვნები:

** კომუნიკაციის და მოლაპარაკების უნარი
** დროის მართვა და დამოუკიდებლად მუშაობა
** ენები: ქართული — აუცილებელი; ინგლისური — სასურველი
** პლიუსი იქნება: HoReCa ან გაყიდვების გამოცდილება (მხოლოდ რესტორნები ან მხოლოდ სასტუმროებიც პლუსია)

რას გთავაზობთ:

** მოქნილი გრაფიკი
** მარტივი და მოთხოვნადი პროდუქტი
** ინსტრუმენტები სამუშაოსთვის და საწყისი ლიდები მარტივი სტარტისთვის
** შემოსავლის ზრდის რეალური შესაძლებლობა (ფიქსირებული ან ინვოისის პროცენტით ბონუსები)

კონტაქტი: support@menulink.co
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე