Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711390&print=yes&view=jobs
 
სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი
მომწოდებელი: გია მურღულიას უნივერსალური სკოლა
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"გია მურღულიას უნივერსალური სკოლა" აცხადებს ვაკანსიას სასწავლო პროცესის ხელმძღვანელის პოზიციაზე (საბაზო და საშუალო საფეხური).

სკოლა დაფუძნდა 2026 წელს. მისი დაარსების მიზანია ქართველის, საქართველოს მოქალაქის აღზრდა, რომლისთვისაც მთავარია ეროვნული ღირებულებების შესწავლა, გააზრება, ერთგულება და ცხოვრების პრინციპად ქცევა; ამავე დროს - მოსწავლის მსოფლიო კულტურის მემკვიდრედ ჩამოყალიბება.

სკოლა აცხადებს, რომ არსებით ამოცანად ისახავს ისეთი ქართული სკოლის შექმნას, რომელიც განათლების ხარისხით კონკურენციას გაუწევს საუკეთესო საერთაშორისო ანალოგებს.

მიზნის მისაღწევად და ამოცანის გადასაწყვეტად სკოლა საზოგადოებას სთავაზობს თანამედროვე სტანდარტის ინფრასტრუქტურას და ქმნის მენეჯერთა, პედაგოგთა და თანამშრომელთა ისეთ გუნდს, რომელსაც ყველაზე მაღალი აკადემიური, ორგანიზაციული და აღიარებულ წარმატებაზე ორიენტირებული მოთხოვნების დაკმაყოფილება შეუძლია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (სასურველია მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი);
** განათლების სისტემაში ან საჯარო/კერძო სკოლაში შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** სასკოლო კურიკულუმზე მუშაობის უნარი;
** საგანმანათლებლო მიდგომებისა და მეთოდოლოგიის ფართო სპექტრის ფლობა;
** მასწავლებელთა ტრენინგისა და სუპერვიზიის გამოცდილება;
** ინგლისური ენის ცოდნა.

ფუნქცია-მოვალეობები:

** გაცხადებულ მისიაზე, ხედვაზე, ღირებულებებსა და პრინციპებზე ორიენტირებით, სასწავლო პროცესის ხელმძღვანელი უზრუნველყოფს სკოლის საგანმანათლებლო სისტემის ყველა იმ ძირითადი მიმართულების ეფექტიან ფუნქციონირებას, როგორიცაა:
** სასკოლო კურიკულუმის შემუშავება, დანერგა, განვითარება, მონიტორინგი;

მასწავლებელთა მხარდაჭერა:

** პროფესიული განვითარების კუთხით (ტრენინგი, სუპერვიზია);
** საგნობრივი სასწავლო გეგმებისა და საგაკვეთილო მოდელების შემუშავების კუთხით;
** სასწავლო პროექტების, აქტივობებისა და რესურსების შემუშავების კუთხით;
** მეთოდოლოგიური კომპეტენციების განვითარების კუთხით;
** ინტერდისციპლინური სწავლების კუთხით;
** სკოლის საგანმანათლებლო მიზნებზე ორიენტირებული სასწავლო პროცესის დაგეგმვისა და წარმართვის კუთხით;
** საგნობრივი დეპარტამენტების საქმიანობა;
** შეფასების სისტემის ფუნქციონირება;
** სასწავლო პროცესის ადმინისტრირება;
** სასწავლო პროცესის მონიტორინგი.

პიროვნული მახასიათებლები:

** მაღალი პასუხისმგებლობა და ეთიკური სტანდარტები;
** ორგანიზებულობა და დროის მართვის უნარი;
** ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კონფლიქტების მართვის უნარი;
** გუნდური მუშაობის უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტაცია:

** დიპლომის ასლი;
** რეზიუმე (CV) ფოტოთი;
** სამოტივაციო წერილი;
** პროფესიული განვითარების დამადასტურებელი სერთიფიკატი / სერთიფიკატები (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

კონკურსის ეტაპები:

** I ეტაპი - რეზიუმეების გაცნობა და გადარჩევა;
** II ეტაპი - შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: info@gmus.edu.ge და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

განცხადების მიღების ბოლო ვადაა 19 აპრილი.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე (CV), "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები "გია მურღულიას უნივერსალური სკოლის" მიერ დამუშავდება ვაკანტურ პოზიციასთან შესაბამისობის დადგენის, თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, "გია მურღულიას უნივერსალურმა სკოლამ" დაამუშაოს წარდგენილი ინფორმაცია.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია