Робота для біженців з України
მძღოლი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მძღოლი
მომწოდებელი: კომპანია
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
კომპანია, რომელიც ახორციელებს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ სოციალური მედიისა და სატელევიზიო შემოქმედებით პროცესებს, აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

კომპანიის ავტომობილით ხდება სამუშაოს გაწევა.

საქართველოს მასშტაბით მივლინებები (სადღეღამისო ანაზღაურებით).

სამუშაო გრაფიკი და საათები:

** ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე
** დასვენება - შაბათი-კვირა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული სადღესასწაულო დღეები

კომპანიის საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, რიგ შემთხვევებში შესაძლოა მოხდეს სამუშაო გრაფიკის, მათ შორის შაბათ-კვირისა და სადღესასწაულო დღეების ჩათვლით, სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელება.

ხელფასი: 1, 300 ლარი (დარიცხული).

ფუნქციები:

** ხელმძღვანელისა და თანამშრომლების დროულად და უსაფრთხოდ გადაყვანა, როგორც თბილისში, ასევე მივლინების ფარგლებში საქართველოს სხვადასხვა რეგიონში
** ავტომანქანის გამართულ ტექნიკურ მდგომარეობაზე კონტროლი და საჭიროებისამებრ, კონტრაქტორი კომპანიების მეშვეობით მისი უსაფრთხო მუშა მდგომარეობისთვის საჭირო სამუშაოების ჩატარების უზრუნველყოფა
** ავტოსატრანსპორტო საშუალებების რეცხვა კონტრაქტორ კომპანიებთან, მოვლა-პატრონობა, მოძრაობის ჟურნალზე ხელმოწერა
** კომპანიისა და უშუალო ხელმძღვანელის სხვა დავალებების შესრულება, მძღოლის კომპეტენციის ფარგლებში

მოთხოვნები:

** მოქმედი მართვის მოწმობა "B კატეგორია"
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე
** ქალაქისა და რეგიონების კარგი ცოდნა და კოორდინაციის უნარი

პიროვნული უნარ-ჩვევები:

** პუნქტუალობა
** შრომისმოყვარეობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და გამოგზავნილი რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე, იმავე ფორმით მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა მონაცემთა დამუშავების შეწყვეტით, წაშლით ან განადგურების მოთხოვნით.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, მიღება მოხდება გასაუბრების წესით.

ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: infoabkhazia@gmail.com.

გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მძღოლი".
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე