|
დასახელება:
კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი
|
| მომწოდებელი:
კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
კომპანია, რომელიც ახორციელებს აფხაზეთის თემატიკასთან დაკავშირებულ სოციალური მედიისა და სატელევიზიო შემოქმედებით პროცესებს, აცხადებს ვაკანსიას კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, საბურთალო.
სამუშაო გრაფიკი და საათები:
** ორშაბათი - პარასკევი 10:00-18:00 საათამდე
** დასვენება - შაბათი-კვირა და შრომის კოდექსით გათვალისწინებული სადღესასწაულო დღეები
ხელფასი: შეთანხმებით.
ფუნქციები:
** დოკუმენტაციის მართვა: შემოსული და გასული კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია და ადრესატებისთვის გადაცემა
** ელექტრონული საქმისწარმოება: დოკუმენტბრუნვის ელექტრონული სისტემის (მაგ. e-Document) მართვა და კონტროლი
** საარქივო საქმე: დოკუმენტების სისტემატიზაცია, შენახვა და კანონმდებლობით დადგენილი წესით არქივში ჩაბარება
** თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენა, მართვა და შენახვა
** დასაქმებულების პირადი საქმეების აღრიცხვა, პერსონალის პირადი საქმეების შედგენა, წარმოება, მოწესრიგება
** დადგენილი წესის შესაბამისად განცხადებების აღრიცხვა და კონტროლი
** ყველა კატეგორიის პერსონალის სამუშაოზე მიღების, გათავისუფლების, სხვა თანამდებობაზე გადაყვანის დოკუმენტების შედგენა და კონტროლი
** თანამშრომელთა მონაცემთა ბაზების წარმოება და პერიოდული განახლება
** თანამშრომელთა საჭიროებებსა და შეკითხვებზე დროული რეაგირება
** დამსაქმებლის სხვა დავალებების შესრულება, რომელიც დაკავშირებული იქნება დასაქმებულის პოზიციასთან და არ ეწინააღმდეგება მოქმედ კანონმდებლობას
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების (MS Office) ცოდნა
** საჯარო სამსახურში მუშაობის გამოცდილება (სავალდებულო)
** საქმისწარმოების ერთიანი წესების ცოდნა
** (e-Document)-ის ძალიან კარგად ცოდნა და ამ მიმართულებით მუშაობის გამოცდილება
** ორგანიზაციული და კომუნიკაციის ძლიერი უნარები
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა
** გუნდურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი
პიროვნული უნარ-ჩვევები:
** პუნქტუალობა
** შრომისმოყვარეობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის შესაძლოა განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის და გამოგზავნილი რეზიუმე შეინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს გამოგზავნის შემდეგ აპლიკანტს ნებისმიერ დროს აქვს შესაძლებლობა, ყოველგვარი განმარტების ან დასაბუთების გარეშე, იმავე ფორმით მოითხოვოს მისი პერსონალური მონაცემების გამოთხოვა მონაცემთა დამუშავების შეწყვეტით, წაშლით ან განადგურების მოთხოვნით.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს, მიღება მოხდება გასაუბრების წესით.
ვაკანსიით დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათთან ერთად ჩვენს ელექტრონულ მისამართზე: infoabkhazia@gmail.com.
გთხოვთ, სათაურის ველში (subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "კანცელარიისა და ადამიანური რესურსების მართვის კოორდინატორი".
|
|
|
|