Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711361&print=yes&view=jobs
 
APEX და LEAFIO სისტემის ადმინისტრატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: APEX და LEAFIO სისტემის ადმინისტრატორი
მომწოდებელი: ევროპროდუქტი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
კომპანია "ევროპროდუქტი", როგორც იმპორტიორი და დისტრიბუტორი კომპანია, საქართველოს ბაზარზე პირველად 2004 წელს გამოჩნდა და მომხმარებელს გაეცნო დაახლოებით 150-მდე ექსკლუზიური ბრენდის იმპორტით, მათ შორის Valio, Frico, Elpozo, Bayernland, Ritter Sport, Reber, Anthon Berg, Cachet, Bottega, Elle & Vire, Dardanel, Dilmah, Beretta, Zucchi, Granarolo და სხვა.. 2014 წლიდან, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება, შეექმნა საკუთარი, საცალო სავაჭრო ქსელი და ამრიგად, დღეისათვის საქართველოს მასშტაბით წარმოდგენილია 40 ბრენდული მარკეტი სადაც მომხმარებელს შეუძლია შეიძინოს პრემიუმ ხარისხის პროდუქტი ხელმისაწვდომ ფასად!

დეტალური ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://www.europroduct.ge

კომპანია "ევროპროდუქტი" აცხადებს ვაკანსიას APEX და LEAFIO სისტემის ადმინისტრატორის პოზიციაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული;
სამუშაო ადგილი: ავჭალა, გაგრის ქუჩა #2;
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა;

ძირითადი ვალდებულებები:

** ERP APEX ადმინ პანელის ფუქნციონალის ცოდნა
** ERP APEX ახალი მომხმარებლების / როლების შექმნა და მათზე უფლებების გაწერა. არსებული მომხმარებლებისთვის / როლებისთვის უფლებების კორექტირება;
** ERP APEX დისტრიბუციისთვის და რითეილისთვის მომხმარებლების შექმნა და მათზე უფლებების გაწერა;
** ERP APEX აღმოჩენილ შეცდომებზე ან/და გაურკვევლობაზე რეაგირება და საჭიროებიდან გამომდინარე კომუნიკაცია ERP მხარდაჭერის კომპანიასთან;
** ERP APEX_სა და WEB SOFT LEAFIO_ს შორის მონაცემების ყოველდღიური მიმოცვლის უზრუნველსაყოფად, ERP APEX არსებული რიგი ცნობარების შევსება და მართვა;
** WEB SOFT LEAFIO ადმინ პანელის გამართვა და მისი ფუქნციონალის ცოდნა;
** WEB SOFT LEAFIO ახალი მომხმარებლების / როლების შექმნა და მათზე უფლებების გაწერა;
** WEB SOFT LEAFIO აღმოჩენილ შეცდომებზე ან/და გაურკვევლობაზე რეაგირება და საჭიროებიდან გამომდინარე კომუნიკაცია SOFT მხარდაჭერის კომპანიასთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ERP APEX მუშაობის გამოცდილება. მსგავს პოზიციაზე და დისტრიბუცია/რითეილის სფეროში მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** WEB SOFT LEAFIO მუშაობის გამოცდილებას მიენიჭება უპირატესობა;
** Excel საშუალო დონეზე ცოდნა, დიდი მოცულობის ბაზების დამუშავების უნარი. SUMIFS, XLOOKUP და IF ფუნქციების გამოყენების უნარი;
** ინგლისური ან/და რუსული ენების ცოდნა.

უნარ-ჩვევები:

** დაგეგმვისა და მართვის უნარი;
** ორგანიზებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კონფიდენციალურობა, მოწესრიგებულობა და პუნქტუალობა;
** ინტერაქციისა და კომუნიკაციის უნარი;
** პრეზენტაციის უნარი.

კომპანია "ევროპროდუქტი" გთავაზობთ კომფორტულ სამუშაო გარემოს, კარიერულ ზრდას, მზარდ შრომით ანაზღაურებას, ჯანმრთელობის დაზღვევას და უზრუნველყოფილი იქნებით სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად ყველა საჭირო დამატებითი რესურსით.

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: vacancy@europroduct.ge. გთხოვთ, მიუთითეთ სასურველი თანამდებობა " APEX და LEAFIO სისტემის ადმინისტრატორი", წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.

თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი პერსონალური მონაცემები "ევროპროდუქტი"-ს მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მიმდინარე ვაკანსიაზე ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა შესაფერის ვაკანსიაზე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

"ევროპროდუქტი" თანამშრომელთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს მათ მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია