|
დასახელება:
ცვლის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
m|group
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
M|group რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტის ჯგუფი აცხადებს ცვლის მენეჯერის ვაკანსიას რესტორან "მასპინძელო ექსპრეს"-ში.
M|group რესტორნებისა და სასტუმროების მენეჯმენტ ჯგუფია, რომელიც 2005 წელს დაარსდა საქართველოში და სტუმართმოყვარეობის სფეროში ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ კომპანიას წარმოადგენს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.mgroup.ge/
სამუშაო ადგილი : ქ.თბილისი, გ.ახვლედიანის #20
სამუშაო განაკვეთი: სრული
სამუშაო დრო და განრიგი: ცვლიანი განრიგი, კვირაში 5 სამუშაო დღე. განრიგი ითვალისწინებს კვირაში 2 ჯერ ღამის საათებში მუშაობას.
ანაზღაურება: ცვლების შესაბამისად, საშუალოდ თვეში 1650 ლარი (გადასახადების გარეშე)
ფუნქცია-მოვალეობები:
** რესტორანში შემოსული ჯავშნების და შეკვეთების მიღება
** დაქვემდებარებული თანამშრომლებისთვის სამუშაოს განაწილება და შესრულების მონიტორინგი
** მომსახურების მაღალი სტანდარტის დაცვა.
** სხვადასხვა საჭირო დოკუმენტაციის/ფორმების მომზადება
** სალაროს დახურვა და შესაბამისი რეპორტის წარმოება
** დადგენილი სანიტარული და ჰიგიენური ნორმების დაცვა და კონტროლი
ძირითადი მოთხოვნები:
** მომსახურების სფეროში მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება. უპირატესობა მიენიჭება სარესტორნო სფეროში მუშაობის გამოცდილებას
** გუნდის მართვის გამოცდილება
** რუსული და ინგლისური ენების ცოდნა საკომუნიკაციო დონეზე
** სანიტარული და ჰიგიენური ნორმების ცოდნა
საჭირო უნარები:
** სამუშაოს დაგეგმვისა და დროის მართვის უნარი
** მომხმარებელზე და მომსახურებაზე ორიენტირებულობა
** ეფექტიანი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ყურადღება დეტალების მიმართ
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ მისამართზე: hr@mgroup.ge გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "ცვლის მენეჯერი"
გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ M|group-ში გამოგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. ვაკანსიის შესახებ განაცხადის საპასუხოდ, დასაქმების კანდიდატის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის M|group-თვის გადაცემით, დასაქმების კანდიდატი აცხადებს თანხმობას, M|group-მა დაამუშაოს მისთვის მიწოდებული პერსონალური მონაცემები. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი კომპანიის მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის.
"სასტუმროებისა და რესტორნების მენეჯმენტ ჯგუფი - M|group" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს კანდიდატთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
მადლობას გიხდით ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|