Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711321&print=yes&view=jobs
 
Full-Stack დეველოპერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: Full-Stack დეველოპერი
მომწოდებელი: სენსესი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
ვეძებთ მოტივირებულ და გამოცდილ Full-Stack დეველოპერს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს მაღალი წარმადობის, მასშტაბირებადი და მომხმარებელზე ორიენტირებული ვებ-აპლიკაციების შესაქმნელად.

ძირითადი მოვალეობები:

** მომხმარებლის ინტერფეისის (UI) აგება და ოპტიმიზაცია React და Next.js-ის გამოყენებით.
** ეფექტური, ტესტირებადი და მასშტაბირებადი ბექენდ სერვისების შექმნა Node.js (Express) გარემოში.
** მონაცემთა ბაზების დაპროექტება და მართვა (PostgreSQL, MongoDB ან სხვა).
** RESTful და/ან GraphQL API-ების შექმნა და ინტეგრაცია.
** აპლიკაციის წარმადობის (Performance) მუდმივი მონიტორინგი და გაუმჯობესება (Lighthouse scores, Core Web Vitals).
** გუნდთან ერთად მუშაობა კოდის მიმოხილვის (Code Review) პროცესში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მინიმუმ 2+ წლიანი გამოცდილება Full-stack დეველოპმენტში.
** React.js-ის სიღრმისეული ცოდნა (Hooks, Context API, State Management).
** Next.js-ის პრაქტიკული გამოცდილება (SSR, SSG, App Router).
** Node.js-თან და შესაბამის ფრეიმვორკებთან მუშაობის გამოცდილება.
** TypeScript-ის სამუშაო დონეზე ფლობა (ჩაითვლება დიდ უპირატესობად).
** მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება (SQL და NoSQL).
** ვერსიების კონტროლის სისტემის (Git) ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პრობლემების გადაჭრის ანალიტიკური უნარი.
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის კულტურა.
** მუდმივი სწრაფვა ახალი ტექნოლოგიების ათვისებისკენ.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გთოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) მითითებულ ელფოსტაზე: hr@senses.ge.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია