|
დასახელება:
ციფრული მარკეტერი
|
| მომწოდებელი:
Golden Roots
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"Golden Roots" აცხადებს ვაკანსიას ციფრული მარკეტერის პოზიციაზე.
კომპანია "Golden Roots-ი" არის სწრაფად განვითარებადი ტექნოლოგიური ორგანიზაცია, რომელიც მომხმარებლებს სთავაზობს თანამედროვე და ინოვაციურ ციფრულ გადაწყვეტილებებს. გუნდის ზრდასთან ერთად ვეძებთ კრეატიულ და შედეგზე ორიენტირებულ ციფრულ მარკეტერს, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ჩვენი პროდუქტის ცნობადობის გაზრდასა და ახალი მომხმარებლების მოზიდვაში.
ადგილმდებარეობა: თბილისი
სამუშაო ფორმატი: სრული განაკვეთი/ ჰიბრიდული ან დისტანციური
ძირითადი მოვალეობები:
** ციფრული მარკეტინგული სტრატეგიის შემუშავება და გუნდისთვის გაზიარება
** სოციალური მედიის არხების (Facebook, Instagram, LinkedIn) მართვა და განვითარება;
** Google Ads და Facebook Ads კამპანიების დაგეგმვა, გაშვება და ოპტიმიზაცია;
** SEO (საძიებო სისტემების ოპტიმიზაცია) სტრატეგიის მართვა;
** მარკეტინგული კამპანიების ეფექტურობის ანალიზი და რეპორტინგი (Google Analytics), მუშაობა CRM-ში ;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;
** სარეკლამო პლატფორმების (Ads Manager, Google Ads) სიღრმისეული ცოდნა;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა (წერითი და ზეპირი);
** გუნდური მუშაობისა და კომუნიკაციის შესანიშნავი უნარები.
რას გთავაზობთ ჩვენ:
** საინტერესო და განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს
** შესაძლებლობას, რეალურად მოახდინო გავლენა ბრენდის ზრდაზე
** ჯანმრთელობის დაზღვევას
** FITPASS-ს
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: goldenroots.cv@gmail.com და სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "ციფრული მარკეტინგის მენეჯერი", წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
კომპანია მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებებს!
აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით.
|
|
|
|