|
დასახელება:
ლოჯისტიკის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
Castello
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
მულტიბრენდული ავეჯის, განათებებისა და აქსესუარების შოურუმი "CASTELLO" აცხადებს ვაკანსიას ლოჯისტიკის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი 40
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით ან ლოჯისტიკასთან დაკავშირებულ სფეროში);
** აუცილებელია ანალოგიურ სფეროში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა
** საოფისე პროგრამების (MS Word, MS Excel, MS Outlook, MS PowerPoint) ცოდნა.
მოვალეობები:
** კომპანიის ლოგისტიკური პროცესების სრული ორგანიზება და კონტროლი (მომწოდებლებიდან პროდუქციის მიღება, ტრანსპორტირება, შენახვა და მიწოდება);
** მომწოდებლებთან, გადამზიდავ კომპანიებთან და სხვა პარტნიორ ორგანიზაციებთან მუდმივი კომუნიკაცია;
** მიწოდების დოკუმენტაციის მომზადება და კონტროლი (შეკვეთები, გადაზიდვის დოკუმენტები, ინვოისები და სხვ.);
** საბაჟო პროცედურების კონტროლი;
** ტვირთების მიღება, განბაჟება, გაფორმება;
** ავეჯის მიტანისა და მონტაჟის პროცესის დაგეგმვა გაყიდვების გუნთთან ერთად, ზედამხედველობა და ხარისხის კონტროლი;
** საჭიროებისამებრ კლიენტებთან კომუნიკაცია მიწოდების ვადების, პირობებზე;
** უშუალო ხელმძღვანელის დამატებითი მითითებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
პიროვნული მახასიათებლები:
** კომპანიასთან ერთად მუდმივი განვითარებისა და ზრდის სურვილი;
** დროის ეფექტურად მართვის უნარი;
** მაღალი ემოციური ინტელექტი;
** კრიტიკული, ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნება;
** დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** ადეკვატურ სახელფასო სისტემას;
** კომფორტულ სამუშაო გარემოს და პირობებს;
** თქვენი პოტენციალის მაქსიმალურად რეალიზაციის საშუალებას;
** განვითარებაზე ორიენტირებულ მეგობრულ გუნდს;
თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ კრიტერიუმებს, გთხოვთ მოგვაწოდოთ რეზიუმე ფოტოსურათთან ერთად შემდეგ ელექტრონულ მისამართებზე info@castello.ge და სათაურის ველში - "Subject" მიუთითოთ პოზიციის დასახელება "ლოჯისტიკის მენეჯერი" წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ მოხდება კანდიდატურის განხილვა.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|