Робота для біженців з України
სავაჭრო აგენტი, პრისეილერი - თბილისი, ბათუმი, კახეთი, იმერეთი, მარნეული
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სავაჭრო აგენტი, პრისეილერი
მომწოდებელი: ბესტ დისტრიბუშენ
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სადისტრიბუციო კომპანია ეძებს გამოცდილ და მოტივირებულ თანამშრომლებს შემდეგ პოზიციებზე:

პოზიცია: სავაჭრო აგენტი (პრისეილერი)

ადგილმდებარეობა: თბილისი, ბათუმი, კახეთი, იმერეთი, მარნეული.

კომპანია სთავაზობს კანდიდატებს (ზრდის პერსპექტივით) შემდეგ პირობებს:

** ფიქსირებულ ხელფასი
** გეგმასთან მიბმულ ანაზღაურებას + (ნავაჭრის -%)
** სამოტივაციო ბონუსები

პრისეილერი:

თბილისი: პრისეილერის პოზიციაზე -1 საშტატო ერთეული.
ბათუმი: პრისეილერის პოზიციაზე -1 საშტატო ერთეული.
იმერეთი: პრისეილერის პოზიციაზე -1 საშტატო ერთეული.
კახეთი: პრისეილერის პოზიციაზე - 1 საშტატო ერთეული.

სამუშაოსთან დაკავშირებული დეტალები დაზუსტდება გასაუბრებისას.

აუცილებელი მოთხოვნები:

** პრისეილერად (სავაჭრო აგენტად) მუშაობის გამოცდილება
** მართვის მოწმობა
** საკუთარი ავტომანქანის ფლობა

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** პუნქტუალურობა
** შრომისმოყვარეობა
** ენერგიულობა და მაღალი შრომის უნარი
** კომუნიკაბელურობა
** გუნდურობა
** ახალი ობიექტების ათვისების უნარი 
** პროდუქციის პრეზენტაციის უნარი 
** დოკუმენტებთან მუშაობის სრულყოფილი უნარი 
** დაძაბულ რეჟიმში მუშაობის უნარი. 

ფუნქცია-მოვალეობები:

** უზრუნველყოს ტერიტორიაზე ახალი კლიენტების მოძიება
** უზრუნველყოს მის პორტფელში არსებული ყველა სახეობის პროდუქციის მაქსიმალური რეალიზაცია.
** უზრუნველყოს სავაჭრო ობიექტზე პროდუქციის საუკეთესო განლაგება .
** აქტიურად მიიღოს მონაწილეობა ბაზარზე ახალი პროდუქციის დამკვიდრებაში.
** ყოველდღიურად წარადგინოს ანგარიში, ჩატარებული სამუშაოს შესახებ და ასევე აწარმოოს დღის განმავლობაში ჩატარებული სამუშაოს ამსახველი ტაბელი.
** უზრუნველყოს რეალიზებული პროდუქციით მიღებული თანხის სრული და დროული შეტანა კომპანიის სალაროში.

პრეტენდენტებმა (სათაურში მიუთითეთ რეგიონი) CV გამოგზავნეთ ელ-მისამართზე bestdistributiongeorgia@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე