Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711273&print=yes&view=jobs
 
მკერავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: მკერავი
მომწოდებელი: ვიქტორია 98
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
შპს "ვიქტორია 98" (GARDEROBE GROUP) საქართველოს ბაზარზე 1996 წლიდან არსებობს და წარმოადგენს მამაკაცისა და ქალის მსოფლიოში წამყვან ევროპულ ბრენდებს. ჩვენ, პირველად საქართველოში, ქართველ მომხმარებელს შევთავაზეთ ისეთი პრემიუმ ბრენდების ფართო არჩევანი, როგორიცაა: Roy Robson, Fynch Hatton, Hiltl, SeidenSticker, Joop ! Bottega Veneta, Santoni, Aquazzura, Ferragamo, Dolce&Gabbana, Jimmy Choo,

"ვიქტორია98", ერთადერთი ოფიციალური წარმომადგენელია საქართველოში, ისეთ საერთაშორისოდ აღიარებული და ცნობილი ბრენდების, როგორიცაა " ZEGNA` "HUGO" "BOSS` და "PAUL&SHARK".

ჩვენი მიზანია, მომხმარებლების საჭიროებებისა და მოთხოვნილებების დაკმაყოფილება და საუკეთესო პროდუქციის შეთავაზება.

"ვიქტორია98" აცხადებს ვაკანსიას მკერავის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო განაკვეთი: სამუშაო გრაფიკი ცვლადი (40 საათიანი სამუშაო კვირა); კვირაში 1 ან 2 დღე დასვენება (შეთანხმებით)
ანაზღაურება: 1700 ლარი (გამოსაცდელი ვადა 6 თვე - 2000 ლარი)

ფუნქციები, საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:

** მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად, ზომის აღება და სამოსის გადაკეთება;
** სამოსის კერვის მუშაობის გამოცდილება;
** მოწესრიგებული, ორგანიზებული, კომუნიკაბელური;
** საქმის დაგეგმვისა და კოორდინაციის უნარი; მოქნილობა და ოპერატიულობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** კეთილსინდისიერი;
** პუნქტუალური;

ახალი თანამშრომელი რომელიც წარმატებით გაივლის 6-თვიან გამოსაცდელ ვადას, კომპანიის მხრიდან, წახალისების მიზნით, მიიღებს ფულად ჯილდოს 2000 ლარის ოდენობით.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@victoria98.com.ge. გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "მოლარე-კონსულტანტი".

მადლობას გიხდით ვაკანსიით დაინტერესებისთვის და გაცნობებთ, რომ, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია