Робота для біженців з України
კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერი
მომწოდებელი: BlueTabla
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
"ბლუტაბლა" არის კერამიკისა და ტექსტილის მწარმოებელი კომპანია, რომელიც ქმნის ქართულ სახლის ნივთებსა და აქსესუარებს. პროდუქციის დასათვალიერებლად გადადით ბმულზე http://www.bluetabla.ge/

ბლუტაბლა ქმნის სახლის აქესესუარებს, რომელთა დიზაინიც შთაგონებულია ქართული კულტურით. თითოეული ინარჩუნებს მთავარ იდეას - ქართული სახასიათო დიზაინის შექმნასა და მათ ყოველდღიურობაში დამკვიდრებას.

ვაკანსია:კერამიკის წარმოების განვითარების მენეჯერი
სამუშაო გრაფიკი: სრული/ნახევარი განაკვეთი

სამუშაოს აღწერა:

** კერამიკული ჭურჭლის წარმოების სრული ციკლის მართვა და განვითარება.
** საჭირო ტექნიკური სტანდარტების შემუშავება
** გუნდის ჩამოყალიბება და განვითარება
** კერამიკული წარმოების ტექნოლოგიის შერჩევა და დანერგვა
** საწარმოო პროცესის ჩამოყალიბება (ფორმირება, გაშრობა, გამოწვა, მოჭიქვა, დეკალების მომზადება)
** ღუმელის შერჩევა და გამოწვის რეჟიმების განსაზღვრა
** ნედლეულის რეცეპტურების განვითარება (თიხა, ჭიქური)
** ნიმუშების ტესტირება და პროდუქტის დამტკიცების პროცესის მართვა
** ხარისხის სტანდარტებისა და სტანდარტული სამუშაო პროცედურების შემუშავება
** დანადგარებისა და მომწოდებლების შერჩევა.

მოთხოვნები:

** 3-5 წლიანი პრაქტიკული სამუშაო გამოცდილება კერამკის ჭურჭლის წარემოების მიმართულებით
** მცირე/საშუალ ზომის კერამიკული სტუდიის მართვის გამოცდილება
** სასურველია განათლება კერამიკის მიმართულებით
** ინგლისური ენის ცოდნა.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ CV და პორტფოლიო მეილზე career@bluetabla.ge გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "კერამიკის წარმოების განვითრების მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე