Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711205&print=yes&view=jobs
 
აღმზრდელი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: აღმზრდელი
მომწოდებელი: მომავალი ალბიონელი
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
კერძო ბაგა-ბაღში "მომავალი ალბიონელი" ცხადდება ვაკანსია აღმზრდელის პოზიციაზე.

აღმზრდელ-პედაგოგი უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ შემდეგ მოთხოვნას:

1. ფლობდეს სულ მცირე ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებულ აკადემიურ ხარისხს ნებისმიერ მიმართულებაში/დარგში/სპეციალობაში, ჰქონდეს აღმზრდელის ან აღმზრდელ-პედაგოგის პოზიციაზე მუშაობის, სულ მცირე, 4-წლიანი გამოცდილება და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

2. ჰქონდეს ბაგა-ბაღის აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული კვალიფიკაციის მინიჭების დამადასტურებელი პროფესიული დიპლომი და გავლილი ჰქონდეს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგთა პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულების საფუძველზე მუნიციპალიტეტის მიერ ორგანიზებული აღმზრდელ-პედაგოგთა გადამზადება;

გამოსაცდელი ვადა 6 თვე
სამუშაო საათებია: 09:00-19:00
ხელფასი: 1125 ლარი.
მის: თბილისი, იოსებ და ლეონ ორბელების ქუჩა 64

თქვენი CV გამოაგზავნეთ ელფოსტაზე: momavalialbioneli@gmail.com
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია