|
დასახელება:
უმცროსი იურისტი
|
| მომწოდებელი:
ევორდი
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 17 აპრილი
|
კომპანია "ევორდი" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი იურისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: გამოცდილების და კვალიფიკაციის შესაბამისად
ძირითადი ფუნქცია მოვალეობები:
** ხელშეკრულებების, შეთანხმებების, მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა სამართლებრივი დოკუმენტების მომზადება, გადახედვა და ადმინისტრირება.
** მთავარი იურისტის დავალებების შესრულება და მასთან კოორდინაციაში სამართლებრივი საკითხების გადაწყვეტა
** საჭირო დოკუმენტაციის მოძიება, შესაბამისი უწყებებიდან გამოთხოვა და სისტემატიზაცია
** სარჩელების მომზადებაში მონაწილეობა და მათი გაგზავნის/მონიტორინგის უზრუნველყოფა
** სახელმწიფო და კერძო სტრუქტურებთან კომუნიკაცია
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი იურიდიული განათლება
** იურისტად მუშაობის გამოცდილება
** სამოქალაქო და ადმინისტრაციული სამართლის მატერიალური და საპროცესო ნორმების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა
** ადვოკატის ლიცენზია ჩაითვლება უპირატესობად (არასავალდებულო)
პიროვნული თვისებები და უნარები:
** გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაციის უნარი
** დეტალებზე ორიენტირებულობა
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა
** პუნქტუალურობა
** ანალიტიკური აზროვნების უნარი
** სტრესულ სიტუაციაში ეფექტურად მუშაობის შესაძლებლობა
დაინტერესებულმა კანდიდატებმა წარმოადგინეთ CV 2026 წლის 17 აპრილის ჩათვლით შემდეგ ელ-ფოსტაზე: steintbilisi@gmail.com სათაურის ველში მიუთითეთ უმცროსი იურისტი. წინააღმდეგ შემთხვევაში რეზიუმე არ განიხილება.
ჩვენ გთავაზობთ:
** პროფესიული განვითარების და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას,
** პრაქტიკული გამოცდილების მიღებასა და გაღრმავებას პრაქტიკოს ადვოკატებთან მუშაობის პროცესში
** სტაბილურ და პროფესიონალურ სამუშაო გარემოს
** კომპანია ევორდის გუნდი პატივს სცემს ადამიანის პერსონალური მონაცემების დაცვის უფლებას და მოქმედებს "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება ევორდის მიერ, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემები გამოიყენება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|