Робота для біженців з України
საგანმანათლებლო პროგრამა - დათვალიერება კმარა
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საგანმანათლებლო პროგრამა - დათვალიერება კმარა
მომწოდებელი: აკაკი ბაქრაძის საზოგადოება
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
"აკაკი ბაქრაძის საზოგადოება" აცხადებს მიღებას საგანმანათლებლო პროგრამაზე "დათვალიერება კმარა?"

ქალაქი: თბილისი / ტაო-კლარჯეთი
თარიღი: 23-27 ივლისი

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 27 აპრილი

პროგრამის შესახებ:

"დათვალიერება კმარა?" წარმოადგენს საგანმანათლებლო ექსპედიციას სტუდენტებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის გაცნობიერებას, გააზრებასა და მის დაცვაზე პასუხისმგებლობის გაზრდას.

პროგრამა დაფუძნებულია აკაკი ბაქრაძის ამავე სახელწოდების წერილის იდეაზე და აერთიანებს ახალგაზრდებს, რომლებიც დაინტერესებულნი არიან ეროვნული იდენტობის, ისტორიისა და კულტურული ფასეულობების სიღრმისეული შესწავლით.

საგანმანათლებლო პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაციის გასაცნობად და განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მოცემულ ბმულს: https://akakibakradzesociety.org/დათვალიერება-კმარა-საგან/
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე