|
დასახელება:
საწარმო პროცესის ინჟინერი
|
| მომწოდებელი:
ორეი
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
"ორეი" საქართველოში წარმოებული ქაღალდის პროდუქციის სავაჭრო ნიშანია. თანამედროვე ტექნოლოგიებით და მანქანა-დანადგარებით აღჭურვილი "ორეი"-ს ქარხანა თბილისში მდებარეობს. კომპანია უმაღლესი ხარისხისა და განსხვავებული ასორტიმენტის ცელულოზის პროდუქციას აწარმოებს.
"ორეი" აცხადებს ვაკანსიას საწარმო პროცესის ინჟინრის პოზიციაზე.
პოზიციის მდებარეობა: ქ. თბილისი, ავჭალა
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის ქაღალდის პროდუქციის წარმოება;
** წარმოების პროცესებში აქტიურად მონაწილეობის მიღება;
** ელექტრო დანადგარებთან მუშაობა;
** საწარმოო პროცესების მუდმივი ზედამხედველობა;
** დაკვეთების დროულად და ხარისხიანად შესრულების უზრუნველყოფა;
** წარმოებული პროდუქციის ხარისხის პერიოდული ინსპექტირება და დეფექტების გამოვლენა;
** წარმოების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების მოგვარება ჯგუფთან ერთად;
** საწარმოში არსებული ტექნოლოგიების და პროცესების მუდმივ გაუმჯობესებაზე მუშაობა ჯგუფთან ერთად.
მოთხოვნები:
** საშუალო განათლება;
** სასურველია სამუშაო გამოცდილება წარმოებაში;
** ორგანიზებულობა და დისციპლინა;
** გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესებული კანდიდატები გამოგვიგზავნეთ CV შემდეგ მისამართზე: info@orei.ge და გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განცხადება არ განიხილება.
ტელ 599 15 06 65
|
|
|
|