|
დასახელება:
მექანიკოსი
|
| მომწოდებელი:
ლუდსახარში ნატახტარი - EFES საქართველო
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 06 აპრილი
|
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") Anadolu Efes-ის შვილობილი კომპანიაა. Anadolu Efes მე-5 ადგილზეა მსოფლიოს უმსხვილეს ლუდის მწარმოებელ კომპანიათა შორის. "ეფეს საქართველო" უკვე 15 წელია ოპერირებს საქართველოს ლუდის ბაზარზე, როგორც ბაზრის ლიდერი.
"ეფეს საქართველო" (ლუდსახარში "ნატახტარი") აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე:
პოზიცია: მექანიკოსი
სამუშაო ადგილი: სოფ.ნატახტარი
სამუშაო გრაფიკი: 12 საათიანი ცვლა
თანამშრომელს ასევე ვთავაზობთ ბენეფიტების პაკეტს:
** ტრანსპორტირება თბილისიდან ნატახტარში და უკან;
** ჯანმრთელობის დაზღვევა (100%);
** ლანჩი;
** სასაჩუქრე პროდუქცია ყოველი თვის ბოლოს.
ძირითადი მოვალეობები:
** ქარხანაში დანადგარების მუშაობის რეჟიმის სისტემატიური კონტროლი;
** დანადგარების მუშაობის რეჟიმის შემოწმება და საჭიროებისამებრ რეგულირება;
** მბრუნავი, მოძრავი და ვიბრაციული ელემენტების მუშაობის რეჟიმის სისტემატიური კონტროლი; საჭიროებისამებრ მათი შეზეთვა, გაწმენდა და რეგულირება;
** გადაუდებელი შეკეთებისთვის, დანადგარების გაჩერების დაგეგმვა;
** დანადგარის ავარიული გაჩერების შემთხვევაში, ხელმძღვანელის ინფორმირება და ცვლაში არსებული რესურსით სწრაფი ლიკვიდაციის მოხდენა;
** წარმოების პროცესის გაუმჯობესებისა და სრულყოფისათვის ინიცირებულ და დანერგილ პროექტებში მონაწილეობა;
** შრომითი დისციპლინის, სანიტარული მოთხოვნების, უსაფრთხოების წესებისა და ნორმების დაცვა;
** ხელმძღვანელის მიერ დავალებული, სამუშაოსთან დაკავშირებული, სხვადასხვა დამატებითი ფუნქციის შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** სამუშაო გამოცდილება - სასურველია 2 წელი მსგავს პოზიციაზე;
** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
რეზიუმეს (ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის) გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები დამუშავდება ს.ს. "ლომისი"-ს მიერ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად.
პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება მაქსიმუმ 12 თვის ვადით.
დეტალურად წესები და პირობები პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში, რომელიც განთავსებულია ვებ-გვერდზე: http://www.natakhtari.com
განგიმარტავთ, რომ თქვენ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემების შესახებ, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გაცნობა, გასწორება, განახლება, შევსება, დამუშავების შეწყვეტა, წაშლა, განადგურება, დაბლოკვა, გადატანა. თითოეული უფლების განმარტება და შინაარსი ასევე მოცემულია ს.ს. "ლომისი"-ს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკაში.
აღნიშნული უფლებების განხორციელების მიზნით შეგიძლიათ მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: info@ge.anadoluefes.com და eghr@ge.anadoluefes.com
სს "ლომისი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ აკმაყოფილებთ ზემოთ ჩამოთვლილ მოთხოვნებს, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელ. ფოსტის მისამართზე: career@ge.anadoluefes.com და გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
რეზიუმეს მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 6 აპრილი.
|
|
|
|