|
დასახელება:
ჰოსტესი
|
| მომწოდებელი:
რესტორანი ლიტერა
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
რესტორანი "ლიტერა" აცხადებს ვაკანსიას ჰოსტესის/ჰოსტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მაჩაბელის ქუჩა 13
სამუშაო განაკვეთი: სრული
ძირითადი მოვალეობები:
** სტუმრების დახვედრა;
** რესტორნის მაგიდებზე ჯავშნების მიღება და განთავსება;
** თავისუფალი მაგიდის არ არსებობის შემთხვევაში მომლოდინე სტუმრის მონაცემების ჩანიშვნა და უკუკავშირი მაგიდის გათავისუფლებისთანავე;
** სატელეფონო ჯავშნების მიღება და ჩანიშვნა.
საჭირო უნარები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** ინგლისური ენის სრულყოფილად ცოდნა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** კომუნიკაციის უნარი;
** გუნდურად მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** გარემოს, სადაც შესაძლებლობა გაქვს, იმუშაო პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;
** კვებას;
** მრავალფეროვან და უსაფრთხო სამუშაო გარემოს.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: litterage@gmail.com და გთხოვთ, სათაურის ველში ("subject") მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
|
|
|
|