Робота для біженців з України
დიასახლისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: დიასახლისი
მომწოდებელი: Target Group
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
უძრავი ქონების კომპანია "Target Group" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის პოზიციაზე.

კომპანიის შესახებ:

"Target Group" არის განვითარებაზე ორიენტირებული უძრავი ქონების კომპანია, რომელიც აქტიურად მუშაობს ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზარზე. კომპანია სპეციალიზდება უძრავი ქონების გაყიდვებში, პარტნიორულ მოლაპარაკებებსა და კომერციული ობიექტების მოძიება-რეალიზაციაში და უზრუნველყოფს სწრაფ, ეფექტურ და შედეგზე ორიენტირებულ მომსახურებას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით
** სამუშაო საათები: 11:00 - 19:00
** შაბათი-კვირა: დასვენება
** ანაზღაურება: შეთანხმებით
** ადგილმდებარეობა: თბილისი

ძირითადი მოვალეობები:

** ოფისის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
** ოფისის დასუფთავება და მოწესრიგება
** თანამშრომლებისა და სტუმრებისთვის ყავისა და ჩაის მომზადება
** სამზარეულოსა და საერთო სივრცეების მოწესრიგება
** საჭიროების შემთხვევაში მცირე საოფისე დახმარების გაწევა

ძირითადი მოთხოვნები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
** სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული
** პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
** კეთილგანწყობილი და კომუნიკაბელური პიროვნება

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ სამუშაო გარემოს
** სტაბილურ სამუშაო პირობებს

განაცხადის მიღების წესი:

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ან გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV ელექტრონულ მისამართზე: Reservation@travaxo.ge

წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ: "დიასახლისი - Target Group"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე