Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=711092&print=yes&view=jobs
 
საინფორმაციო სასწავლო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: საინფორმაციო სასწავლო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 13 აპრილი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას საინფორმაციო სასწავლო ცენტრის წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ტრენინგების დაგეგმვისთვის საჭირო ინფორმაციის შეგროვება და ორგანიზება;
** შიდა და გარე ტრენინგების ადმინისტრაციული მხარდაჭერა;
** მონაწილეთა რეგისტრაცია, დასწრების კონტროლი და შეფასების პროცესის მართვა;
** ტრენინგებთან დაკავშირებული მონაცემების დამუშავება და ანგარიშგების მომზადება;
** სასწავლო კალენდრის დაგეგმვაში მონაწილეობა;
** ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინებების მართვა და ქოლ-ცენტრის პროგრამის ადმინისტრირება;
** მომხმარებელთა მოთხოვნებზე დროული რეაგირების კონტროლი და პროცესების მონიტორინგი;
** ზარებისა და შეტყობინებების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშგება;
** შიდა და გარე კომუნიკაციის კოორდინაცია;
** ხელმძღვანელის დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება;
** MS Office-ის ცოდნა;
** სასურველია მომხმარებელთა მომსახურების, ქოლ-ცენტრის ან აბონენტებთან უშუალო კომუნიკაციის სფეროში მუშაობის გამოცდილება;
** ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობა და კომუნიკაციის უნარი.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - ქ. თბილისი
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 13.04.2026

წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "საინფორმაციო სასწავლო ცენტრის წამყვანი სპეციალისტი".

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია