|
დასახელება:
მძღოლ-ექსპედიტორი
|
| მომწოდებელი:
ბი-ემ-ესი
|
|
გამოქვეყნდა: 30 მარტი
/ ბოლო ვადა: 30 აპრილი
|
სადისტრიბუციო კომპანია "BMS" აცხადებს ვაკანსიას მძღოლ-ექსპედიტორის პოზიციაზე, საკუთარი სამარშრუტო ავტომობილით კახეთის რეგიონზე.
კომპანია "BMS" საქართველოს ბაზარზე 2002 წლიდან საქმიანობს და წარმოადგენს ქვეყანაში ერთ-ერთ მზარდ სადისტრიბუციო და მარკეტინგულ კომპანიას, რომელიც ახორციელებს პრემიუმ კლასის ბრენდების: Frosch, Vileda, Basso, Wilkinson Sword, Reggia, OE, Cotoneve, Emsal, Dr. Beckmann და სხვა დისტრიბუციას.
პირობები:
** სამუშაო ადგილმდებარეობა: კახეთი, თელავი
** სამუშაო განრიგი: კვირაში 5 სამუშაო დღე, 09:00 - 18:30სთ. შესვენება 1 სთ.
** დასვენება: კვირაში ორი დღე.
** ანაზღაურება: ფიქსირებული 1200 ლარი + მანქანის ცვეთის თანხა 200 ლარი + საწვავი + ზეთის შეცვლა + ჯანმრთელობის დაზღვევა.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** შეკვეთების მიხედვით სავაჭრო ობიექტების პროდუქციით მომარაგება;
** სალარო აპარატთან მუშაობა;
** საჭირო დოკუმენტაციის მოწესრიგება/შევსება.
მოთხოვნები:
** აუცილებელია პირადი სამარშრუტო ავტომობილის ყოლა;
** აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობა;
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
თუ მზად ხართ იმუშაოთ მზარდ კომპანიაში, გაქვთ სურვილი განვითარდეთ პროფესიულად, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: career@bms.ge
გთხოვთ, Subject-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის სახელწოდება.
Tel: 595089796
გისურვებთ წარმატებებს!
"წინამდებარე ვაკანსიაზე მონაცემების (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, რომ შპს ბიემესმა შეაგროვოს, დაამუშაოს და ვაკანტური პოზიციის შევსებამდე შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე), თქვენი, როგორც ვაკანსიის მოთხოვნებთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის, გასაუბრებაზე დაბარების ან/და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით."
|
|
|
|