Робота для біженців з України
პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: პოლისების ადმინისტრირების მენეჯერი
მომწოდებელი: ევროინს ჯორჯია
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
სადაზღვევო კომპანია "ევროინს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას პოლისების ადმინისტრირების მენეჯერის პოზიციაზე.

Euroins Insurance Group 1998 წელს ბულგარეთში დაარსდა და ამჟამად 10 ქვეყანაში ოპერირებს, ესენია: რუმინეთი, ბულგარეთი, ესპანეთი, იტალია, გერმანია, პოლონეთი, საბერძნეთი, ჩრდილოეთ მაკედონია, უკრაინა და საქართველო. "ევროინსი" ერთ-ერთი მძლავრი სადაზღვევო კომპანიაა აღმოსავლეთ ევროპაში. "ევროინსში" დაზღვეულია და მას ნდობას უცხადებს 2.5 მილიონი მომხმარებელი. "ევროინსი" დამოუკიდებელი სადაზღვევო კომპანიაა, რომელიც 10 ქვეყანაში აზღვევს ადამიანებს და ამარტივებს და გასაგებს ხდის დაზღვევას.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი-პარასკევი)
** სამუშაო საათები: 09:30-18:30 საათი
** სამუშაო ლოკაცია: თბილისი, მოსაშვილის N24

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** სწავლისა და განვითარების შესაძლებლობას;
** უფასო ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** დაზღვევისათვის საჭირო დოკუმენტაციის დამუშავება;
** პოლისების დროული და სრულყოფილი ასახვა პროგრამულ უზრუნველყოფაში;
** ცვლილებების შესახებ კორესპონდენციის მართვა, დამუშავება და პროგრამულ უზრუნველყოფაში ასახვა;
** სადაზღვევო დოკუმენტაციის კორექტულობისა და სრულყოფილების შემოწმება, აღრიცხვა და შენახვა;
** სხვადასხვა ტიპის ანგარიშგების მომზადება (საჭიროების შემთხვევაში).

ძირითადი მოთხოვნები:

** სრული უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსი;
** სადაზღვევო სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება პრიორიტეტად;
** სასურველია პოლისების ადმინისტრირების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება

პიროვნული უნარები:

** დროის მართვის უნარი;
** გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
** ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://euroins.selfrecruit.ge/s/h2Lk

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე