|
დასახელება:
ექაუნთ მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ფექიჯინგ სერვისი
|
|
გამოქვეყნდა: 28 მარტი
/ ბოლო ვადა: 28 აპრილი
|
ერთ-ერთი მოწინავე გოფრირებული მუყაოს მწარმოებელი კომპანია "ფექიჯინგ სერვისი" აცხადებს ვაკანსიას ექაუნთ მენეჯერის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი, ორხევი, კოსტავას ქუჩა N4
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული, 09:00 - 18:00 სთ
ბენეფიტები: ჯანმრთელობის დაზღვევა
ანაზღაურება: 1500 ლარი + ბონუსი (შესრულებული სამუშაოს პროპორციულად)
პოზიციის მიზანი: უზრუნველყოს კომპანიის არსებულ კლიენტებთან ურთიერთობის მართვა, შეკვეთების სწორი დაგეგმვა და დროული შესრულება. მისი ამოცანაა კლიენტის მხარდაჭერა, წარმოებასთან ზუსტი კოორდინაცია და გრძელვადიანი პარტნიორობის შენარჩუნება.
ფუნქცია-მოვალეობები:
1. კლიენტებთან ურთიერთობის მართვა:
** არსებულ კლიენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია (ზარები, მეილი, შეხვედრები);
** კლიენტის მოთხოვნების, მიზნებისა და პრობლემების ანალიზი;
** კლიენტებისთვის მხარდაჭერის და კონსულტაციის უზრუნველყოფა;
** უკუკავშირის მიღება და შესაბამისი მოქმედებების დაგეგმვა.
2. პროექტების კოორდინაცია:
** კლიენტის მოთხოვნების სწორად გადაცემა შიდა გუნდებზე;
** პროექტების მიმდინარეობის მონიტორინგი;
** ვადებისა და ხარისხის კონტროლი;
** დოკუმენტაციის მომზადება და რეპორტინგი.
3. თანამშრომლობის გაფართოება (Upsell / Cross-sell):
** დამატებითი პროდუქტებისა და სერვისების შეთავაზება არსებულ კლიენტებზე;
** ურთიერთობის გაღრმავება და ხელშეკრულებების განახლება;
** კლიენტისთვის ღირებულების გაზრდის შესაძლებლობების მოძიება;
4. პრობლემების მენეჯმენტი:
** კლიენტის მიერ დაფიქსირებული საკითხების სწრაფი გადაჭრა;
** შიდა გუნდებთან კოორდინაცია პრობლემის აღმოსაფხვრელად;
** პრიორიტეტების სწორად დალაგება და ეფექტური კომუნიკაცია;
5. რეპორტინგი და ანალიტიკა:
** პერიოდული ანგარიშების მომზადება ხელმძღვანელობისთვის;
** კლიენტების მონაცემების განახლება სისტემაში.
ძირითადი მოთხოვნები:
** სავალდებულოა Account Manager-ის, Customer Success, Project Manager-ის ან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ქართულ/ინგლისურ ენებზე კომუნიკაციის კარგი დონე (საჭიროების მიხედვით);
** MS Office / Google Workspace ცოდნა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
** ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
** პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდის სხვადასხვა დეპარტამენტთან კოორდინაციის უნარი;
** დროის ეფექტური მართვა;
** პრობლემის გადაჭრის სწრაფი და პრაქტიკული მიდგომა;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ დასაქმებას;
** მეგობრულ სამუშაო გარემოს;
** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ გადმოაგზავნოთ რეზიუმე: tarakhamia@onepoint.ge სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
რეზიუმეს გაგზავნით ეთანხმებით, რომ კომპანია ვან ფოინთმა დაამუშაოს და საჭიროების შემთხვევაში, მესამე მხარეს გადასცეს თქვენი მონაცემები, მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში და მხოლოდ დასაქმების მიზნით.
|
|
|
|