Робота для біженців з України
კაჭრეთის მომსახურების ცენტრში სერვის-ცენტრის ოპერატორი - კაჭრეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კაჭრეთის მომსახურების ცენტრში სერვის-ცენტრის ოპერატორი
მომწოდებელი: საქართველოს მელიორაცია
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას კაჭრეთის მომსახურების ცენტრში სერვის-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** წყალმომხმარებლებთან მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება და მონაცემების ბილინგის სისტემაში ასახვა;
** ხელმოწერილი აქტების საფუძველზე ყოველთვიური დარიცხვების უწყისის მომზადება;
** მომხმარებელთა ზარებისა და მოთხოვნების მიღება, დამუშავება და შესაბამისი რეაგირება;
** აბონენტებთან კომუნიკაცია და მომსახურების პროცესში მხარდაჭერის უზრუნველყოფა;
** მომხმარებელთა დავალიანების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება;
** მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სწორად წარმოება და არქივირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; (სასურველია საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის და მომხმარებლეთან ურთიერთობის გამოცდილება;
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office (Word, Excel, outlook).

სამუშაო პირობები:

** სამუშაო ადგილი - კაჭრეთი
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00-18:00;
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე ფოტოსურათით (3X4) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს - 10.04.2026. წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება - "სერვის-ცენტრის ოპერატორი კაჭრეთი"

წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის მიერ CV-ს (რეზიუმეს) წარდგენა გულისხმობს, პირის მიერ პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში (რეზიუმეში) მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავებულ/შენახული იქნება გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება თორმეტი (12) თვის ვადით ან/და გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით.

გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე. კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა განადგურება და გამოთხოვა წერილობით შემდეგ ელფოსტაზე AM.Vacancy@ag.ge

აქვე განგიმარტავთ, რომ შესაბამისი თანხმობის (რეზიუმეს განხილვაზე სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით) არარსებობის შემთხვევაში თქვენი რეზიუმე გამოცხადებულ ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდგომ ავტომატურად წაიშლება, არ მოხდება მისი დამუშავება მომავალში გამოცხადებული სხვა მსგავსი ვაკანსიების შემთხვევაში.

შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე