Робота для біженців з України
ადმინისტრაციული დირექტორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ადმინისტრაციული დირექტორი
მომწოდებელი: ელვარე
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
ელექტრო კაბელების მწარმოებელი ქართული კომპანია "ელვარე", რომელიც ბაზარზე 2015 წლიდან ოპერირებს, აცხადებს ვაკანსიას ადმინისტრაციული დირექტორის პოზიციაზე.

ჩვენი საწარმო მდებარეობს თბილისში, აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე, 31, 500 კვ.მ ფართობზე. კომპანია გამოირჩევა მართვის თანამედროვე მიდგომებით, უახლესი აღჭურვილობითა და ევროპული სტანდარტის პროდუქციით, რამაც განაპირობა ბოლო 10 წლის განმავლობაში ზრდის მაღალი ტემპი და ბაზარზე მოწინავე პოზიციების დაკავება.

"ელვარეს" მთავარი ღირებულება თითოეული თანამშრომელია. ჩვენი კორპორაციული კულტურა სწორედ ამ პრინციპზეა დაფუძნებული: თანაბარი შესაძლებლობების შექმნა, განვითარება, გუნდურობა და სამუშაო გარემო, სადაც სასიამოვნოა თითოეულ კოლეგასთან ურთიერთობა.

ვეძებთ სტრატეგიული ხედვისა და მაღალი პასუხისმგებლობის მქონე ადამიანს, რომელიც შედეგზეა ორიენტირებული და იზიარებს ჩვენს საერთო ღირებულებებს

პოზიციის მიზანი: კომპანიის ადმინისტრაციული დეპარტამენტის ეფექტური მართვა, დეპარტამენტებს შორის კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა და კომპანიის ინტერესების დაცვა გარე მხარეებთან ურთიერთობისას.

ფუნქცია-მოვალეობები:

1. ზედამხედველობა და კოორდინირება შემდგომი დეპარტამენტების: HR, ლოგისტიკა, იურიდიული, ხარისხი, შრომის უსაფრთხოება, სამეურნეო, დაცვა და უსაფრთხოება.

** HR ადამიანური კაპიტალი - პერსონალის მართვის სტრატეგიისა და სამოქმედო გეგმის ზედამხედველობა; დეპარტამენტის ფუნქციონირების ეფექტურობის უზრუნველყოფა.
** ადგილობრივი შესყიდვები და ლოგისტიკა - მიწოდების ჯაჭვის უწყვეტობის ზედამხედველობა, დანახარჯების ოპტიმიზაცია, პროცესების მართვა და კონტროლი.
** შრომის უსაფრთხოება და გარემოს დაცვა - ეკოლოგიური სტანდარტების, ნარჩენების მართვისა და შრომის უსაფრთხოების სტრატეგიების კოორდინაცია და აღსრულების კონტროლი.
** სამეურნეო მიმართულება - კომპანიის ინფრასტრუქტურის გამართულობის, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის ეფექტური მართვისა და განვითარების ზედამხედველობა.
** იურიდიული დეპარტამენტი - კომპანიის სამართლებრივი უსაფრთხოების ზედამხედველობა; სახელშეკრულებო პოლიტიკის კონტროლი,
** ხარისხის დეპარტამენტი:
** კომპანიის სტრატეგიული მზადყოფნის უზრუნველყოფა საერთაშორისო აუდიტებისთვის.
** ხარისხის მენეჯერის მუშაობის მონიტორინგი და საჭირო რესურსების მობილიზება.
** გარე აუდიტორებთან და სერტიფიცირების ორგანოებთან მთავარი საკომუნიკაციო არხის როლის შესრულება.
** აუდიტის დასკვნების საფუძველზე შესაბამისი დავალებების გაცემა და სერტიფიკატების შენარჩუნებაზე/რეიტინგის ამაღლებაზე ზრუნვა.
** პროცესების ოპტიმიზაცია: დეპარტამენტებს შორის ბიუროკრატიული ბარიერების აღმოფხვრა; სამუშაო პროცესების ავტომატიზაციისა და გამარტივების სტრატეგიის შემუშავება და დანერგვა.

2. გარე კომუნიკაციები და წარმომადგენლობა

სახელმწიფო სტრუქტურებთან ურთიერთობა: მერიასთან, გარემოს დაცვის სამინისტროსთან და სხვა მარეგულირებლებთან კომუნიკაცია ნებართვების, ლიცენზიებისა თუ მიმდინარე საკითხების მოსაგვარებლად.

3. გადაწყვეტილების მიღება და რისკების მართვა

** კრიზისული მენეჯმენტი: ფორსმაჟორულ სიტუაციებში (მაგ: საწარმოო ინციდენტი, ლოგისტიკური შეფერხება) ოპერატიული გადაწყვეტილებების მიღება.
** ბიუჯეტირება: ადმინისტრაციული ხარჯების კონსოლიდირებული ბიუჯეტის დამტკიცება და ხარჯვითი ნაწილის ეფექტურობის ანალიზი.
** შესაბამისობის კონტროლი (Compliance): იურიდიულ და შრომის უსაფრთხოების დეპარტამენტებთან ერთად იმის უზრუნველყოფა, რომ წარმოება სრულად შეესაბამებოდეს სახელმწიფო და საერთაშორისო კანონმდებლობას.
** ოპერაციული და სახელშეკრულებო რისკების იდენტიფიცირება და მათი შემცირების სტრატეგიების დანერგვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** გამოცდილება: მინიმუმ 5-7 წელი მენეჯერულ პოზიციაზე (სასურველია წარმოების სექტორში).
** უნარები: სისტემური აზროვნება, ძლიერი ლიდერული თვისებები, რთული მოლაპარაკებების მართვის და გადაწყვეტილების მიღების უნარი.
** განათლება: უმაღლესი ბიზნესის ადმინისტრირებაში

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ-ფოსტაზე: hr@nrg.ge. სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა ვერ განიხილება. გთხოვთ, ელ-ფოსტის ტექსტი დაასრულოთ შემდეგი ფრაზით: პირველი ეტაპი გადალახულია, მზად ვარ გასაუბრებისათვის.

შეგახსენებთ, რომ თქვენ მიერ გამოგზავნილი CV/რეზიუმე პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის შესაბამისად შეიძლება შეიცავდეს პირად მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს. შესაბამისად გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიის მხრიდან დამუშავდება სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობების დამყარების გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენი CV/რეზიუმე შეიძლება არ იქნას განხილული მოთხოვნებიდან გამომდინარე ან დარეზერვებულ იქნას 6 თვის ვადით.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ ესტუმროთ ოფიციალურ ვებ გვერდს: https://www.elvare.ge/

შპს "ელვარე" გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე