"ლაქტალის ჯორჯია" (ფრანგული ჯგუფის LACTALIS-ის წევრი - საერთაშორისო ლიდერი კომპანია რძის პროდუქტების წარმოებაში), რომელიც აერთიანებს ისეთ ცნობილ ბრენდებს, როგორებიცაა: სანტე, სანტინო, სანტისიმო, სანებო, President, Galbani, Parmalat - აცხადებს ვაკანსიას საამქროს უფროსის მოადგილის პოზიციაზე
დეპარტამენტი: რძე და რძემჟავა პროდუქტების დაფასოების საამქრო;
ადგილმდებარეობა: თბილისი, კახეთის გზატკეცილი მე-10 კმ;
განაკვეთი: სრული;
ძირითადი მოვალეობები:
** რძე და რძემჟავა პროდუქტების დაფასოების საამქროს და დაქვემდებარებული თანამშრომლების მართვა;
** HACCP და ISO სტანდარტების შესაბამისი მოთხოვნების დაცვა, სამსახურის დოკუმენტაციისა და ჩანაწერების წარმოება;
** სამუშაო გეგმების შედგენა, დაკორექტირება და შესრულების კონტროლი;
** უბნის სამუშაო პროცედურების შემუშავება-განახლება;
** თანამშრომლების შესრულებული სამუშაოს კონტროლი და შეფასება;
** დანადგარების ტექნიკური გამართულობის და სანიტარული მდგომარეობის კონტროლი;
** საამქროს თანამშრომლებისათვის სამუშაო გრაფიკის შემუშავება;
** დაფასოებული პროდუქციის ხარისხის, იერსახის (ზომა, წონა და ა.შ.) და შეფუთვის (ჰერმეტულობა, წარმოების და შენახვის ვადები და ა.შ.) მუდმივი კონტროლი;
** ნედლეულის, შესაფუთი და დამხმარე მასალების მარაგების კონტროლი და ხარჯვის აღრიცხვა;
ძირითადი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია სასურსათო ტექნოლოგიების მიმართულებით);
** მსგავს პოზიციაზე (წარმოებაში) მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
** სასაწყობე ინფრასტრუქტურასთან მუშაობის გამოცდილება.
** უცხო ენების ცოდნა: ინგლისური (სავალდებულო), რუსული (სასურველია);
** MS Office-ს ცოდნა/გამოყენება;
** დეტალებზე ორიენტირებული;
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** კონსტრუქციული;
** მოტივირებული და მონდომებული;
ვაკანსიის სრული ტექსტის სანახავად, გთხოვთ, ეწვიოთ ბმულს: https://hel-ai.com/apply/GnbsVgy
|