Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710878&print=yes&view=jobs
 
კონკურსი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსურ აუდიტზე
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კონკურსი 2025 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსურ აუდიტზე
მომწოდებელი: საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია
გამოქვეყნდა: 30 მარტი / ბოლო ვადა: 15 აპრილი
სსიპ "საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია", სარევიზიო კომისიის 2026 წლის 25 მარტის გადაწყვეტილების საფუძველზე, აცხადებს კონკურსს სსიპ საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის 2025 წლის საანგარიშო პერიოდის ფინანსურ აუდიტზე.

აუდიტმა უნდა მოიცვას შემდეგი ასპექტები:

** ასოციაციის პოტენციური საოპერაციო და ფინანსური რისკების იდენტიფიცირება;
** ასოციაციის პოტენციური საოპერაციო და ფინანსურ რისკებთან დაკავშირებული შიდა კონტროლის სისტემებისა და მექანიზმების ადეკვატურობის ანალიზი და შეფასება;
** ასოციაციის საქმიანობის ამსახველი სხვადასხვა ფინანსური დოკუმენტაციის (სტრატეგია, საოპერაციო გეგმა, ბიუჯეტი, პროცედურები და ინსტრუქციები, თანამდებობრივი ინსტრუქციები, სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულებები, ანგარიშები, ორგანიზაციის მიერ გაფორმებული კონტრაქტები, გარიგებები და სხვა დოკუმენტები) შემოწმება, მათი არსებობის, მიზნობრიობისა და არსებულ ბიუჯეტთან შესაბამისობის თვალსაზრისით;
** ფინანსური და მმართველობითი ანგარიშის განხილვა და შემოწმება;
** ბიუჯეტის შესრულების კონტროლი;
** ორგანიზაციის აქტივების მიზნობრივი გამოყენების კონტროლი;
** ანგარიშგების პროცესების უნიფიცირება და სტანდარტიზება, შესაბამისი რეკომენდაციების წარმოდგენა;
** ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და საგადასახადო ვალდებულებების შესრულების რევიზია და შესაბამისი სარეკომენდაციო დასკვნების წარმოდგენა.

დაინტერესებულმა კომპანიამ უნდა წარმოადგინოს განაცხადი მომსახურების გაწევის თაობაზე, სადაც მითითებული უნდა იყოს ინფორმაცია კომპანიის გამოცდილებისა და მომსახურების საფასურის შესახებ.

წინადადებების პაკეტი აუდიტორული მომსახურების შესახებ, შეგიძლიათ წარმოადგინოთ მატერიალური სახით ასოციაციის ოფისში ან გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე: audit@gba.ge - PDF ფორმატში, დადასტურებული ხელმოწერით და ბეჭდით.

განაცხადების მიღება იწარმოებს 2026 წლის 30 მარტიდან 15 აპრილის 18:00 საათის ჩათვლით.

მისამართი: თბილისი, თინათინ ვირსალაძის I ჩიხი N 1

დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 2 987878, 551 087601 ან ელფოსტაზე: audit@gba.ge
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია