|
დასახელება:
ინჟინერ-დამპროექტებელი
|
| მომწოდებელი:
მეპ თრეიდი
|
|
გამოქვეყნდა: 27 მარტი
/ ბოლო ვადა: 27 აპრილი
|
კომპანია "მეპ თრეიდი" აცხადებს ვაკანსიას ინჟინერ-დამპროექტებლის პოზიციაზე.
კომპანიის მთავარი საქმიანობაა HVAC სისტემების პროექტირება.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: შეთანხმებით
სამუშაო გრაფიკი: სრული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** კომპანიაში მიმდინარე საპროექტო სამუშაოებში მონაწილეობის მიღება
** HVAC დიზაინის მომზადება
** გრაფიკებისა და შესაბამისი საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება
** საპროექტო დოკუმენტაციის კოორდინაცია სხვა დისციპლინებთან
აუცილებელი საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** AutoCAD და AutoCAD MEP-ში (სასურველია Revit-ში) მუშაობის ცოდნა
** სასურველია ინგლისური და რუსული ენების ფლობა
სამუშაოსთვის საჭირო კომპეტენციები:
** ორგანიზებულობა, სამუშაოს დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი
** გუნდური მუშაობის უნარი
** ძლიერი ანალიტიკური და საორგანიზაციო თვისებები
** შრომისმოყვარეობა, ენერგიულობა და დისციპლინირებულობა
** შედეგზე ორიენტირებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა, პუნქტუალურობა
რას გთავაზობთ ჩვენ:
** სასიამოვნო სამუშაო გარემოს
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: Hr@mepsolutions.ge და subject ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.
გისურვებთ წარმატებებს!
|
|
|
|