|
დასახელება:
სერვის-ცენტრის ოპერატორი
|
| მომწოდებელი:
საქართველოს მელიორაცია
|
|
გამოქვეყნდა: 27 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
შპს "საქართველოს მელიორაცია" აცხადებს ვაკანსიას თბილისის სერვის-ცენტრში სერვის-ცენტრის ოპერატორის თანამდებობაზე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** წყალმომხმარებლებთან მომსახურების ხელშეკრულებების გაფორმება და მონაცემების ბილინგის სისტემაში ასახვა
** ხელმოწერილი აქტების საფუძველზე ყოველთვიური დარიცხვების უწყისის მომზადება
** მომხმარებელთა ზარებისა და მოთხოვნების მიღება, დამუშავება და შესაბამისი რეაგირება
** აბონენტებთან კომუნიკაცია და მომსახურების პროცესში მხარდაჭერის უზრუნველყოფა
** მომხმარებელთა დავალიანების მონიტორინგი და შესაბამისი ინფორმაციის მიწოდება
** მომსახურებასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის სწორად წარმოება და არქივირება
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია საფინანსო-ეკონომიკური მიმართულებით)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის და მომხმარებლებთან ურთიერთობის გამოცდილება
** საოფისე პროგრამების ცოდნა - Microsoft Office (Word, Excel, Outlook)
სამუშაო პირობები:
** სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ვარკეთილის მეურნეობის დასახლება, მეგობრობის ქ. №2
** სრული განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00
** გამოსაცდელი ვადა: 3 თვე
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ქართულ ენაზე, ფოტოსურათით (3x4), შემდეგ ელფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge არაუგვიანეს 10.04.2026
წერილის სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება: "სერვის-ცენტრის ოპერატორი"
წინამდებარე ვაკანსიაზე CV-ის წარმოდგენა გულისხმობს თქვენი პერსონალური მონაცემების შპს "საქართველოს მელიორაციისთვის" გადაცემას და თანხმობას აღნიშნული მონაცემების დამუშავებაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებლის მიერ დამუშავდება/შენახული იქნება კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან შესაბამისობის დადგენისთვის, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობისთვის, შრომითი ურთიერთობის განმავლობაში, ასევე მისგან გამომდინარე პროცესებისთვის.
დამსაქმებლის მხრიდან, აღნიშნული მიზნებისთვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.
კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება (შენახვა) განხორციელდება 12 თვის ვადით ან/და ვაკანსიაზე განხილვის დასრულებამდე, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი ფორმით.
გაცნობებთ, რომ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე და კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა, განადგურება ან გამოთხოვა შემდეგ ელფოსტაზე: AM.Vacancy@ag.ge
ასევე გაცნობებთ, რომ შესაბამისი თანხმობის არარსებობის შემთხვევაში (რეზიუმეს განხილვა სხვა ვაკანსიებთან დაკავშირებით), თქვენი CV ვაკანსიაზე განხილვის დასრულების შემდეგ ავტომატურად წაიშლება და არ მოხდება მისი შემდგომი გამოყენება სხვა ვაკანსიებისთვის.
შპს "საქართველოს მელიორაცია" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს საქართველოს კანონის — დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ — მოთხოვნების შესაბამისად, თანაბარი მოპყრობის პრინციპის დაცვით და გამორიცხავს დისკრიმინაციას ნებისმიერი ფორმითა და ნიშნით.
|
|
|
|