|
დასახელება:
ოფისის მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია IBC
|
|
გამოქვეყნდა: 27 მარტი
/ ბოლო ვადა: 27 აპრილი
|
"IBC" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, საბურთალო (ბიზნეს ცენტრი)
სამუშაო განაკვეთი: სრული განაკვეთი
ანაზღაურება: 1 000 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო, გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ 1 500 ლარი (ხელზე) + ულიმიტო სასაუბრო დრო.
გამოსაცდელი ვადა: 6 თვე.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** გასული, შემოსული წერილების და საფოსტო გზავნილების კონტროლი.
** ინვოისების დამზადება/გაგზავნა.
** კომპანიის თანამშრომლების საკანცელარიო თუ სხვა სამუშაოსთვის აუცილებელი ინვენტარით დროული მომარაგება.
** კომპანიის სტუმართა მიღება/დახვედრა.
** სატელეფონო ზარებზე პასუხი და შესაბამისი გადამისამართება.
** ბრენდირებული ნივთების შეკვეთა.
** კორპორატიული კლიენტების მონაცემთა სიის განახლება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
** უმაღლესი განათლება (სასურველია) (სტუდენტების კანდიდატურა არ განიხილება)
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება (ჩაითვლება უპირატესობად)
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა
** ინგლისური ენის ცოდნა (ჩაითვლება უპირატესობად)
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ფოტოსურათით, ელ-ფოსტის მეშვეობით მისამართზე: bic.corp.company@gmail.com და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
კომპანია დაუკავშირდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
გისურვებთ წარმატებას!
|
|
|
|