|
დასახელება:
ბუღალტრის თანაშემწე
|
| მომწოდებელი:
PKF Georgia
|
|
გამოქვეყნდა: 27 მარტი
/ ბოლო ვადა: 27 აპრილი
|
საერთაშორისო აუდიტორული კომპანია "PKF" აცხადებს ვაკანსიას ბუღალტრის თანაშემწეს პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** ყოველდღიური ბუღალტრული საქმიანობის წარმართვა;
** ფინანსური და საგადასახადო ოპერაციების წარმართვა;
** საბანკო გადარიცხვების ორგანიზება;
** ყოველთვიური და ყოველწლიური საგადასახადო და საპენსიო დეკლარაციების მომზადება;
** პარტნიორ კომპანიებთან კომუნიკაცია;
** სხვა ბუღალტრული დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
აუცილებელი მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება ფინანსებში ან საბუღალტრო აღრიცხვაში;
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
** ინგლისური ენის მაღალ დონეზე ცოდნა;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** საბუღალტრო აღრიცხვის პროგრამების ცოდნა (მაგალითად, ბალანსი, ორისი, FINA)
პიროვნული თვისებები:
** გუნდური მუშაობის უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** ანალიტიკური აზროვნების უნარი;
** დროის მართვის უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) და ფოტოსურათი ელექტრონულ მისამართზე: pkf@pkfgeorgia.com და სათაურის ველში მიუთითეთ "ბუღალტრის თანაშემწე".
პერსონალური მონაცემების დამუშავება (მათ შორის, სხვა სახელმწიფოსთვის გადაცემა) განხორციელდება შპს ფი ქეი ეფ ჯორჯია (ს/კ: 205198212) მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 10 წლის ვადისა;
|
|
|
|