Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710801&print=yes&view=jobs
 
ფარმაცევტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტი
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 10 აპრილი
"PSP Pharma" - პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც ფლობს ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტს. 1994 წლიდან კომპანია ზრუნავს საქართველოში მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობაზე და ქმნის სანდო გარემოს მილიონობით მომხმარებლისთვის.
დღეს PSP წარმოადგენს ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე ფართო და განვითარებულ სააფთიაქო ქსელს - 350ზე მეტი ობიექტითა და ყოველთვიურად 2 მილიონზე მეტი მომხმარებლით.
კომპანიის წარმატების საფუძველია მომხმარებელზე ორიენტირებული მიდგომა, პროფესიონალი და განვითარებაზე ორიენტირებული გუნდი. თანამშრომლების უწყვეტი პროფესიული ზრდისთვის, PSP აკადემია 2006 წლიდან უზრუნველყოფს თანამედროვე სტანდარტებზე დაფუძნებულ სასწავლო პროგრამებს.

"PSP Pharma" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე ქალაქ თბილისში, ვაკე-საბურთალოს რაიონში.

სამუშაო გრაფიკი: 5 სამუშაო დღე, 2 დასვენების დღე;
ანაზღაურება: ფიქსირებული ანაზღაურება 700-900 ლარი + ბონუსი.
ერთჯერადი ბონუსი სხვა კომპანიიდან გადმოსვლისას: 1000 ლარი;

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას;
** საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობის დაფინანსებას;
** პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარებისთვის შესაძლებლობებს;

ფუნქცია-მოვალეობები:

** მომხმარებლების მომსახურება აფთიაქში;
** ფარმაცევტული კონსულტირება;
** რეცეპტის ფარმაცევტული ექსპერტიზა;
** სამკურნალო და პარაფარმაცევტული საქონლის განლაგება მათთვის განკუთვნილ ადგილზე მოცემული ინსტრუქციების შესაბამისად;
** პროდუქციის შიდა აღწერებში მონაწილეობა;
** ცოდნის ამაღლება, ტრენინგებსა და ტესტირებებზე დასწრება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ჩვენ ვეძებთ თანამშრომელს, რომელსაც აქვს ფარმაცევტული/ სამედიცინო განათლება;
** სამუშაო გამოცდილება მსგავს პოზიციაზე ჩაითვლება უპირატესობად;
** კომპიუტერული პროგრამების ცოდნა;
** სასურველია რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა;

პიროვნული თვისებები/უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
** სისწრაფე, ოპერატიულობა;
** თავაზიანობა, დელიკატურობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე hr@psp.ge
სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება - ფარმაცევტი ვაკე-საბურთალო

განაცხადის მიღების ბოლო ვადა 2026 წლის 10 აპრილი.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია