Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710773&print=yes&view=jobs
 
გერმანული ენის მასწავლებელი - ნახევარი განაკვეთი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: გერმანული ენის მასწავლებელი - ნახევარი განაკვეთი
მომწოდებელი: გ. ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 18 აპრილი
"გივი ზალდასტანიშვილის სახელობის ამერიკული აკადემია თბილისში" აცხადებს ვაკანსიას (ნახევარ განაკვეთზე) გერმანული ენის მასწავლებლის პოზიციაზე.

"ამერიკული აკადემია" ეძებს კვალიფიციურ, მაღალი პროფესიონალიზმით გამორჩეულ გერმანული ენის მასწავლებელს, რომელიც დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება მოტივირებულ და ნიჭიერ მოსწავლეებთან მუშაობას.

იდეალურ კანდიდატს უნდა ჰქონდეს სურვილი დაეხმაროს მოსწავლეებს აკადემიური პროგრესის მიღწევაში და რეგულარულად ეურთიერთოს მშობლებს.

კანდიდატს ასევე უნდა ჰქონდეს სურვილი მონაწილეობა მიიღოს სასკოლო კლასგარეშე აქტივობებში.

მასწავლებლის კვალიფიკაცია და მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლების დიპლომი გერმანულ ენაში
** ჰქონდეს მასწავლებლობის დიდი ინტერესი და სურვილი
** ჰქონდეს კარგი ორგანიზაციული, დროის ეფექტურად განაწილებისა და
კომუნიკაციის უნარები, მოთმინება და ფიზიკური გამძლეობა
** მიუხედავად იმისა, რომ სწავლების გამოცდილება დადებითად განიხილება, ამის არარსებობამ არ შეგაფერხოთ განაცხადის გაკეთების დროს

დაინტერესებულმა კანდიდატებმა უნდა წარმოადგინონ

** რეზიუმე (გერმანულ ენაზე)
** სამოტივაციო წერილი (გერმანულ ენაზე)
** უმაღლესი განათლების დიპლომის ასლი
** ორი სარეკომენდაციო წერილი (დამსაქმებლის, ლექტორის, ან სხვა ნებისმიერი ხელმძღვანელის)

გთხოვთ, აღნიშნული საბუთები გამოაგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: tguniava@aat.ge (ვაკანსიის მითითებით საგნის ველში) არაუგვიანეს 2026 წლის 18 აპრილისა.

გასაუბრებაზე მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ შერჩეული კანდიდატები.

ჩაბარებული საბუთები აპლიკანტებს არ დაუბრუნდებათ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია