Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710771&print=yes&view=jobs
 
ფილიალის მენეჯერი - თელავი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფილიალის მენეჯერი
მომწოდებელი: მეგატექნიკა
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
"მეგატექნიკა" უკვე 30 წელია წარმატებით მოღვაწეობს საქართველოში საყოფაცხოვრებო და ციფრული ტექნიკის ბაზარზე. მეგატექნიკას ქსელი 20-მდე ფილიალს, 100-მდე პარტნიორ მაღაზიასა და ტექნიკის ონლაინ მაღაზიას მოიცავს, რომლის საშუალებით, მომხმარებელს აქვს შესაძლებლობა შეიძინოს ტექნიკა, სახლიდან გაუსვლელად, მთელი საქართველოს მასშტაბით.

მეგატექნიკა ოფიციალური და ექსკლუზიური პარტნიორია არაერთი მსხვილი ბრენდის, ისეთი როგორიცაა Samsung, Apple, LG, Hisense, Simfer, Electrolux, AEG, Philips, Delonghi და სხვა.

მეგატექნიკაში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს - ფილიალის მენეჯერის (თელავი)პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თელავი
სამუშაო განაკვეთი: სრული, კვირაში 5 დღე
ანაზღაურება: ფიქსირებული + ბონუსი

კომპანიის შესახებ დეტალური ინფორმაციის მისაღებად, ეწვიეთ ვებ-გვერდს: www.megatechnica.ge

ფუნქცია-მოვალეობები:

** ფილიალის ადამიანური რესურსის მართვა, დასაქმებულთა მიერ შესრულებული სამუშაოს მონიტორინგი, საჭიროების შესაბამისად, რეკომენდაციების გაცემა;
** ფილიალის თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებაზე ზრუნვა;
** ფილიალის თანამშრომელთა სამუშაო გრაფიკის ოპტიმალური მართვა;
** ფილიალში პროდუქციის მარაგების კონტროლი, გაყიდვების ანალიზი და შეკვეთების გაფორმება;
** ყოველდღიური გაყიდვების მონიტორინგი და არსებული ნაშთების შესაბამისი მომარაგების (შეკვეთის) განხორციელება, ინვენტარიზაციის (გეგმური, მოთხოვნა/საჭიროების შესაბამისად) პროცესის მართვა;
** ფილიალის სალარო ოპერაციების მართვა;
** ფილიალის ადმინისტრაციულ-ტექნიკური საკითხების, წესრიგის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის უსაფრთხოების (დაზიანება, დაკარგვა) უზრუნველყოფა, მასთან დაკავშირებული საკითხების ეფექტური მართვა;
** პროდუქციის გაცვლა-დაბრუნებასთან დაკავშირებული პროცედურების მართვა, ყველა საჭირო გადაადგილებების, შესაბამისი წესით განხორციელება, ჯეროვნად და ზედმიწევნით;
** დასაქმებულის მიერ პროგრამაში შეტანილი მონაცემების ყოველი სამუშაო დღის ბოლოს გადამოწმება (სალაროს, სამსახურებრივ პროგრამაში არსებული და ექსელის პროგრამაში არსებული მონაცემების შედარება) და გასწორება;
** უშუალო ხელმძღვანელის, პოზიციისა და კომპეტენციიდან გამომდინარე, სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება (ბიზნესის ადმინისტრირება, მართვა ან ეკონომიკა);
** სასურველია მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება საცალო ვაჭრობის სფეროში მენეჯერულ ან ადმინისტრაციულ პოზიციაზე;
** MS Excel-ის საშუალოზე მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასაწყობე და სალარო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (სასურველია 1C);
** ლიდერული თვისებები და გუნდის მოტივირების უნარი;
** ანალიტიკური აზროვნება და პრობლემების სწრაფად გადაჭრის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:

** სტაბილურ სამუშაო გარემოს განვითარებად კომპანიაში;
** პროფესიული ზრდის შესაძლებლობას;
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: vacancy@megatechnica.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება - "ფილიალის მენეჯერი - თელავი".

"მეგატექნიკა" მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისათვის.

გისურვებთ წარმატებებს.

გაცნობებთ, "შპს ომეგა" (ს/კ: 211334830, იურიდიული მისამართი: საქართველო, თბილისი, საბურთალოს რაიონი, გამსახურდიას გამზ., N11) დაამუშავებს კანდიდატის მიერ გაზიარებულ ინფორმაციას (რეზიუმეს (CV), თანდართულ დოკუმენტებს, მათ შორის სერტიფიკატებს, დიპლომებს და აღნიშნულ დოკუმენტებში მითითებულ მონაცემებს) გამოცხადებულ ან/და სამომავლო ვაკანსიაზე, კანდიდატის შესაბამისობის დადგენისა და დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად.

კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემები ინახება კონკურსის დასრულებიდან არაუმეტეს 1 (ერთი) წლის ვადით. ელექტრონულ ან/და ამობეჭდილი სახით. თუ მხარეთა შორის გაგრძელდა შრომითი ურთიერთობა, მონაცემები ინახება შრომითი ურთიერთობის განმავლობაში.

კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია კომპანიისგან მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება; აღნიშნული მიზნით კანდიდატი უფლებამოსილია დაუკავშირდეს კომპანიას პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს, რომლის რეკვიზიტებია: შპს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცრები" (ს/კ: 400402435), ელექტრონული ფოსტა: info@officers.ge

პირის მიერ რეზიუმეს (CV) გამოგზავნა გულისხმობს მის მიერ კომპანიისთვის პერსონალურ მონაცემთა გადაცემასა და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. კომპანიის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ.

წინამდებარე შეტყობინების საფუძველზე, კანდიდატი მიიჩნევა ინფორმირებულად მის შესახებ შპს "ომეგას" მიერ მონაცემთა დამუშავების საკითხებზე.

 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია