Робота для біженців з України
ფარმაცევტული პროდუქტების ბრენდ მენეჯერი - თბილისი, რეგიონები
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ფარმაცევტული პროდუქტების ბრენდ მენეჯერი
მომწოდებელი: Workpoint
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
რეკრუტინგული კომპანია "Workpoint", რომელიც გახლავთ საერთაშორისო რეკრუტინგული კომპანიის საქართველოს წარმომადგენლობა და ფლობს საერთაშორისო შრომის ბაზარზე რეკრუტინგის მიმართულებით მრავალწლიან გამოცდილებას სხვადასხვა სფეროში, აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტული პროდუქტების ბრენდ მენეჯერის თანამდებობაზე თბილისსა და რეგიონებში.

შრომის ანაზღაურება და ბენეფიტები:

** ფიქსირებული ანაზღაურება - 700 ევრო
** პრემია - გაიცემა ყოველ კვარტალში ერთხელ გაყიდვების გეგმისა და შესრულების მაჩვენებლების შესაბამისად
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** სატელეფონო და სატრანსპორტო ხარჯების ანაზღაურება

მოვალეობები და პასუხისმგებლობები:

** სამედიცინო დაწესებულებებში ექიმებთან ვიზიტების განხორციელება კომპანიის პროდუქციის წარდგენისა და გაყიდვების მიზნით;
** ბაზრის კონკურენტული ანალიზის წარმოება;
** მარკეტინგულ ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
** მოლაპარაკებების წარმოება სხვადასხვა სამედიცინო და ფარმაცევტულ დაწესებულებებთან გაყიდვების უზრუნველყოფის მიზნით;
** მის დაქვემდებარებაში მყოფი ფარმაცევტული ბრენდების გაყიდვების გეგმების შესრულების უზრუნველყოფა;
** ბიუჯეტირება;
** შესრულებული სამუშაოს ანალიზი და ხელმძღვანელთან უკუკავშირის წარმოება

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლება;
** ფარმაცევტულ კომპანიაში სამედიცინო წარმომადგენლად ან სხვა მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 4-წლიანი გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ფოტო-სურათით ელფოსტაზე: hr@workpoint.ge და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "ფარმაცევტული პროდუქტების ბრენდ მენეჯერი"
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე