Робота для біженців з України
ექიმის ასისტენტი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ექიმის ასისტენტი
მომწოდებელი: სხივური მედიცინის ცენტრი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 30 აპრილი
შპს "სხივური მედიცინის ცენტრი" აცხადებს შერჩევას რადიაციული ონკოლოგის ასისტენტის პოზიციაზე.

სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, ლ. ჩარკვიანის ქ. N6 (ლისის ტბის მიმდებარედ).
სამუშაო განაკვეთი : 8 საათიანი - 09:00 სთ-დან 17:00 სთ-მდე.
ხელფასი - დარიცხული 1000.00 ₾.

ძირითადი მოვალეობები:

** სამედიცინო დოკუმენტაციის წარმოება.
** ფორმა IV-100/ა გამზადება.
** საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი სამედიცინო განათლების დამადასტურებელი დიპლომი.
** სასურველია სამუშაო გამოცდილება ონკოლოგიის სფეროში.
** ინგლისური ენის ცოდნა.

პიროვნული კომპეტენციები/უნარები:

** ორგანიზებულობა, დისციპლინირებულობა.
** დეტალებზე ორიენტირებულობა.
** კომუნიკაბელურობა.

საკონტაქტო პირი: ლიზა ლაზარაშვილი - ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერი 591 93 98 22; llazarashvili@mmc.ge

კონკურსი მოიცავს შემდეგ ეტაპებს:

** განაცხადების განხილვა;
** შერჩეულ კანდიდატებთან გასაუბრება;

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა: 30 აპრილი 2026წ.

შპს "სხივური მედიცინის ცენტრი" მადლობას გიხდით ვაკანტური თანამდებობით დაინტერესებისათვის და გისურვებთ წარმატებებს.

მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი (შემდგომში აგრეთვე "კანდიდატი") ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია (პირადი მონაცემები, მოწოდებულ დოკუმენტებში მოცემული სხვა მონაცემები, რეზიუმე, დიპლომ (ებ)ი, სერტიფიკატ (ებ)ი და სხვა ნებისმიერი მოწოდებული დოკუმენტაცია), არის უტყუარი.

დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე