Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710744&print=yes&view=jobs
 
შეკვეთების შემგროვებელი და მარკირების ოპერატორი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: შეკვეთების შემგროვებელი და მარკირების ოპერატორი
მომწოდებელი: ბლუმ შოპი
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
"ბლუმ შოპი" - სტაბილურობის გარანტი ციფრულ მომსახურებაში

წელიწადში 100, 000-ზე მეტი შეკვეთა, ათასობით აქტიური მომხმარებელი და 5-წლიანი სტაბილური საქმიანობა ქართულ ციფრულ ბაზარზე - "ბლუმ შოპი" გთავაზობს არა მხოლოდ სამუშაო ადგილს, არამედ ზრდისა და პროფესიული განვითარების რეალურ შესაძლებლობას. ჩვენთან მუშაობა ნიშნავს სანდო გარემოს, სტაბილურ შემოსავალს და გუნდს, რომელიც აფასებს თითოეული თანამშრომლის შრომას. თუ ეძებ კომპანიას, სადაც შენი ძალისხმევა შედეგად ითვლება - ბლუმ შოპი" სწორედ შენთვისაა.

"ბლუმ შოპი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების შემგროვებლისა და მარკირების ოპერატორის პოზიციაზე აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ საწყობში.

პირობები:

** სამუშაო გრაფიკი: 40-საათიანი კვირა
** ხელფასი: 1300 ლარი + საბონუსე სისტემა
** ჯანმრთელობის დაზღვევა
** საწყობი მდებარეობს აეროპორტის ტერიტორიასთან

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში პროდუქციის მიღება-მითვლა-დასტიკერება და ფიზიკურად განთავსების უზრუნველყოფა; (მსუბუქი, მცირე ზომის)
** მარაგების პროგრამული აღრიცხვის უზრუნველყოფა;
** პროდუქციის შიდა სტანდარტების მიხედვით აგროვება, შეფუთვა, დასტიკერება და სადისტრიბუციო მანქანებში განთავსება;
** საწყობის ინვენტარიზაციისა და აღრიცხვის პროცესში ჩართულობა

ძირითადი მოთხოვნები:

** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ცოდნა (MS Office);
** სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება

პიროვნული თვისებები:

** კეთილსინდისიერება და შრომისმოყვარეობა;
** დეტალებზე ორიენტირებულობა;
** რამდენიმე საქმეზე კონცენტრირების უნარი;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** გუნდური მუშაობის უნარი;
** ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი

თუ თვლით, რომ აკმაყოფილებთ ზემოთ მოყვანილ მოთხოვნებს და გსურთ შეუერთდეთ მოტივირებულ, ზრდაზე ორიენტირებულ გუნდს და პროფესიულად განვითარდეთ, გამოაგზავნეთ თქვენი CV მისამართზე nellieko@outlook.com

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია