|
დასახელება:
ტექნიკოს-ელექტრიკოსი
|
| მომწოდებელი:
ას კონსტრაქშენი
|
|
გამოქვეყნდა: 27 მარტი
/ ბოლო ვადა: 24 აპრილი
|
შპს "ას კონსტრაქშენი" წარმოადგენს მაღალი სტანდარტების თანამედროვე სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო სამუშაოებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ახორციელებს. კომპანია ერთ-ერთ პირველთაგანია, რომელმაც საქართველოში ბეტონური სამუშაოების მცოცავი ტუნელური ყალიბის სისტემა გამოიყენა და სამშენებლო სფეროში არაერთი ეფექტური და ინოვაციური გადაწყვეტა წარმატებით განახორციელა. კომპანიის გამორჩეული პროექტია საცხოვრებელი კომპლექსი "დირსი". ამჟამად კომპანია სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს პრემიუმ კლასის საცხოვრებელ კომპლექსში "პარკ ბულვარი".
შპს "ას კონსტრაქშენი" აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოს-ელექტრიკოსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: 2500-3000 ლარი (net)
პოზიციის ზოგადი პროფილი
განიხილება კვალიფიციური ტექნიკოს-ელექტრიკოსი, რომელიც პასუხისმგებელი იქნება ობიექტზე ელექტრომონტაჟის სამუშაოების ტექნიკურ ზედამხედველობასა და ხარისხის კონტროლზე- სამუშაოების მონიტორინგიდან ექსპლუატაციაში გაშვებამდე.
როლი მოითხოვს დეტალებზე ორიენტირებულ სპეციალისტს, რომელიც უზრუნველყოფს სამუშაოების შესაბამისობას საპროექტო დოკუმენტაციასთან, მოქმედ ნორმებსა და სტანდარტებთან, ასევე უსაფრთხოების მოთხოვნების დაცვას
ფუნქცია-მოვალეობები:
** ობიექტზე ელექტრომონტაჟის სამუშაოების ტექნიკური ზედამხედველობის განხორციელება;
** სამუშაოების შესაბამისობის უზრუნველყოფა საპროექტო დოკუმენტაციასთან, მოქმედ ნორმებსა და სტანდარტებთან;
** გამოყენებული მასალების, მოწყობილობებისა და აღჭურვილობის შესაბამისობის შემოწმება;
** დეფექტებისა და დარღვევების იდენტიფიცირება და მათი დროული აღმოფხვრის უზრუნველყოფა;
** ელექტრომონტაჟის სამუშაოების ტესტირებასა და ექსპლუატაციაში გაშვებაში მონაწილეობა;
** დასრულებული სამუშაოების მიღებასა და ობიექტის ექსპლუატაციაში გაშვებაში მონაწილეობა;
** სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოება, ანგარიშებისა და სხვა ტექნიკური დოკუმენტაციის მომზადება.
საჭირო უნარები და კომპეტენციის სფეროები:
** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოებისა და ანგარიშგების უნარი;
** დეტალებზე ორიენტირებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი დონე;
** გუნდური მუშაობისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** ელექტროინჟინერიის ან შესაბამისი ტექნიკური მიმართულების განათლება;
** ელექტრომონტაჟის სამუშაოებში მუშაობის მინიმუმ 5-წლიანი გამოცდილება;
** საპროექტო დოკუმენტაციის წაკითხვა;
** მოქმედი ნორმებისა და სტანდარტების ცოდნა;
** ელექტრო უსაფრთხოების წესების ცოდნა;
** MS Office საბაზისო ცოდნა;
** AutoCAD-ის ცოდნა;
** სასურველია რუსული ენის ცოდნა.
კომპანიის შეთავაზება:
** მასშტაბური და მაღალი სტანდარტის სამშენებლო პროექტებში მონაწილეობა;
** სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობა მზარდ და განვითარებაზე ორიენტირებულ ორგანიზაციაში;
** პროფესიონალური და დინამიკური სამუშაო გარემო.
დაინტერესებულ აპლიკანტებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: hr@asgeorgia.ge და ელფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება.
განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 24 აპრილი, 2026
|
|
|
|