Робота для біженців з України
სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი - ქუთაისი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი
მომწოდებელი: DK Construction
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 27 აპრილი
LTD "DK Construction" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციაზე: სამშენებლო სამუშაოთა მწარმოებელი.

კომპანიის შესახებ: LTD "DK Construction" მრავალწლიანი გამოცდილების მქონე სამშენებლო კომპანიაა, რომელიც ახორციელებს ინფრასტრუქტურულ პროექტებს საქართველოს მაშტაბით.

პირობები:

** სამუშაო ადგილი: ქ. ქუთაისი
** ანაზღაურება: 1500-2000 (დამოკიდებულია კანდიდატის გამოცდილებაზე)

სამუშაოთა მწარმოებელი პასუხს აგებს სამშენებლო სამუშაოების ხარისხზე, ვადებზე და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვაზე. ის უზრუნველყოფს პროექტის განხორციელებას დადგენილი გეგმის, ბიუჯეტის და ტექნიკური დოკუმენტაციის შესაბამისად.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

** სამშენებლო პროცესის მონიტორინგი, ვადების დაცვა და ზედამხედველობა;
** მიმდინარე და შესრულებული სამუშაოების ხარისხის კონტროლი;
** ტექნიკური ნახაზებისა და პროექტის დოკუმენტაციის დამოუკიდებლად წაკითხვა, ინტერპრეტაცია და გამოყენება;
** ტექნიკური გადაწყვეტილებების მიღება უშუალო ხელმძღვანელთან შეთანხმებით;
** სამშენებლო მასალების, ადამიანური რესურსის და ტექნიკის სწორად გამოყენების კონტროლი

მოთხოვნები:

** სამშენებლო პროექტებზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
** სამშენებლო ნორმების და სტანდარტების ცოდნა;
** კონსტრუქციული და არქიტექტურული პროექტების წაკითხვისა და ანალიზის უნარი

დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: fhrkutaisi@gmail.com ან დარეკეთ 595571766

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ LTD "DK Construction" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე