Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710726&print=yes&view=jobs
 
უმცროსი ბუღალტერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: უმცროსი ბუღალტერი
მომწოდებელი: ალტერნატიული ბიზნეს გადაწყვეტილებები
გამოქვეყნდა: 27 მარტი / ბოლო ვადა: 25 აპრილი
"ალტერნატიული ბიზნეს გადაწყვეტილებები" აცხადებს ვაკანსიას უმცროსი ბუღალტრის თანამდებობაზე.

სექტორი: საბუღალტრო მომსახურება
სამუშაო ადგილმდებარეობა: თბილისი, თამარაშვილის ქ#1
ანაზღაურება: გამოცდილების მიხედვით
სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 9:00-18:00.

ძირითადი მოვალეობები:

** საბუღალტრო ოპერაციების აღრიცხვა დადგენილი სააღრიცხვო სტანდარტების შესაბამისად;
** დებიტორების და კრედიტორების კონტროლი;
** გადარიცხვების წარმოება
** ელექტრონული ზედნადებებისა და ფაქტურების ატვირთვა;
** პირველად დოკუმენტაციასთან მუშაობა.
** შემოსავლების სამსახურის და სტატისტიკის ვებგვერდზე მუშაობა;
** დოკუმენტების დაარქივების უზრუნველყოფა;
** სხვა ანგარიშების მომზადება ან დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები:

** საბუღალტრო აღრიცხვის საბაზისო თეორიული ნაწილის სიღრმისეული ცოდნა;
** უმაღლესი განათლება ეკონომიკის სფეროში (საბუღალტრო ან ფინანსური განხრით);
** ინგლისური და რუსული ენის ცოდნა;
** საოფისე პროგრამების სრულყოფილი ცოდნა;
** 2+ წლიანი მუშაობის გამოცდილება;
** ინტერნეტ ბანკთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** საბუღალტრო პროგრამა "FMG"-ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
** ანალიტიკური აზროვნების და დროის ეფექტური მართვის უნარი;
** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და მოწესრიგებულობა.

დაინტერესებულ აპლიკანტებს გთხოვთ, თქვენი CV გამოაგზავნოთ ელფოსტაზე nbarbakadze@abs.com.ge არაუგვიანეს 2026 წლის 25 აპრილისა.

გთხოვთ:

** მეილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
** CV-ს სახელწოდებაში მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი.
** CV-ში დაამატოთ თქვენი სურათი.

სხვა შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ იქნება განხილული.

გასაუბრებისთვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს. თქვენ მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ თქვენ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას.

წარმატებას გისურვებთ!
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია