|
დასახელება:
დიასახლისი/დამლაგებელი
|
| მომწოდებელი:
მარიკა კუბლაშვილის სტომატოლოგიური ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 26 აპრილი
|
"მარიკა კუბლაშვილის სტომატოლოგიური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას დიასახლისის/დამლაგებლის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მოწესრიგებულ და პასუხისმგებლიან თანამშრომელს, რომელიც უზრუნველყოფს კლინიკის სისუფთავესა და ჰიგიენურ გარემოს.
ძირითადი მოვალეობები:
** კლინიკის სივრცეების ყოველდღიური დასუფთავება;
** სამუშაო კაბინეტების მოწესრიგება პროცედურამდე და მის შემდეგ;
** სველი წმენდა და დეზინფექცია;
** სანიტარული ნორმების დაცვა;
** ჰიგიენური საშუალებების მარაგის კონტროლი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სისუფთავისა და წესრიგის სიყვარული;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
** შრომისმოყვარეობა და პუნქტუალურობა;
** დეტალებზე ყურადღება;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ გუნდს;
** დროულ ანაზღაურებას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ან დაგვიკავშირდეთ: marikakublashvili@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "დიასახლისი/დამლაგებელი".
|
|
|
|