|
დასახელება:
სტომატოლოგის ასისტენტი
|
| მომწოდებელი:
მარიკა კუბლაშვილის სტომატოლოგიური ცენტრი
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 26 აპრილი
|
"მარიკა კუბლაშვილის სტომატოლოგიური ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას ექიმის ასისტენტის პოზიციაზე.
ჩვენ ვეძებთ მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და დეტალებზე ორიენტირებულ თანამშრომელს, რომელიც დაეხმარება ექიმს სამუშაო პროცესში და უზრუნველყოფს კლინიკის გამართულ ფუნქციონირებას.
ძირითადი მოვალეობები:
** სტომატოლოგთან ასისტირება მკურნალობის პროცესში;
** ინსტრუმენტების მომზადება და სტერილიზაცია;
** სამუშაო კაბინეტის მოწესრიგება პროცედურამდე და მის შემდეგ;
** პაციენტების მომზადება მიღებისთვის;
** სამედიცინო მასალებისა და ინვენტარის კონტროლი;
** ჰიგიენური და უსაფრთხოების ნორმების დაცვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საშუალო სპეციალური ან უმაღლესი სამედიცინო განათლება (სასურველია);
** სტომატოლოგიურ კლინიკაში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
** სტერილიზაციისა და ინფექციის კონტროლის წესების ცოდნა;
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ;
** კომუნიკაბელურობა და გუნდში მუშაობის უნარი;
** ენერგიულობა და სწავლის სურვილი;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ სამუშაო გარემოს;
** მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას;
** კონკურენტულ ანაზღაურებას;
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ CV ელ.ფოსტაზე: marikakublashvili@gmail.com
სათაურის ველში მიუთითეთ: "სტომატოლოგის ასისტენტი"
|
|
|
|