|
დასახელება:
ექსპერტ-მენეჯერი
|
| მომწოდებელი:
გოა კრედიტი
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 26 აპრილი
|
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" 2008 წლიდან წარმატებით ფუნქციონირებს ქართულ ბაზარზე. ამჟამად "გოა კრედიტი" წარმოდგენილია კონვერტაციებით, ოქროსა და ვერცხლის სალომბარდე სესხით.
საფინანსო ორგანიზაცია "გოა კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას ფილიალის ექსპერტ-მენეჯერის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი, მარნეული
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
** მომხმარებლებისთვის ხარისხიანი მომსახურების გაწევის უზრუნველყოფა/მონიტორინგი;
** კლიენტების მოზიდვის უზრუნველყოფა და პორტირების პროცესში ჩართულობა;
** შემოსული მომხმარებლების იდენტიფიკაციის კონტროლი, ხელმოწერების ავთენტურობის მონიტორინგი;
** პრობლემური მომხმარებლის საჭიროების დადგენა და მომსახურების უზრუნველყოფა;
** კომპანიაში არსებული ფაილინგის მოწესრიგება და ფორმების სათანადოდ შევსების უზრუნველყოფა;
** ვადაგადაცილებული პორტფელის მართვა და მუდმივი მონიტორინგი;
** გაყიდვებში ჩართული თანამშრომლების კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;
** საბონუსე სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველყოფა, ბონუსების განაწილება სერვისცენტრის მასშტაბით;
** გარკვეული პერიოდულობით დირექტორთან სხვა და სხვა ტიპის ანგარიშების წარდგენა;
** ინკასაციის პროცესის უზრუნველყოფა;
** ძვირფასი ლითონების მიღება, შეფასება;
** სალომბარდე სესხის გაცემა;
** ბაზების დამუშავება, კლიენტების მოზიდვის უზრუნველყოფა;
** სერვისცენტრში არსებული შიდა და გარე კამერების მუშაობის მონიტორინგი;
** საგანგაშო ღილაკის მუშაობის მონიტორინგი;
** სერვისცენტრში არსებული ინვენტარის სარგებლობის წესის დაცვის კონტროლი;
** სერვისცენტრში სისუფთავისა და დისციპლინის დაცვის კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** უმაღლესი განათლება;
** მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ ერთ წლიანი გამოცდილება;
** ძვირფასი ლითონების ექსპერტ-შემფასებლის პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ ერთწლიანი გამოცდილება;
** ძვირფასი ლითონების შემფასებლის სერთიფიკატი;
** საოფისე პროგრამების ცოდნა;
** უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
კანდიდატთა შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე hr@goacredit.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სასურველი ლოკაციით.
შპს "გოა კრედიტის" მიერ გამოცხადებულ ვაკანსიაზე რეზიუმეს/CV გამოგზავნით, თქვენ ეთანხმებით, რომ კომპანია უფლებამოსილის, კანონმდებლობით დადგენილი წესით დაამუშაოს თქვენგან მიღებული პერსონალური ინფორმაცია და შეინახოს 1 წლის განმავლობაში.
|
|
|
|