|
დასახელება:
საწყობის თანამშრომელი
|
| მომწოდებელი:
ფლექსვუდი
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 26 აპრილი
|
"ფლექსვუდი" არის ავეჯის იმპორტიორი კომპანია, რომელიც ვაჭრობს საცალოდ და საბითუმოდ. ფლექსვუდი 10 წელია ბაზარზე და წარმოადგენს დასავლეთ საქართველოში უკრაინული ავეჯის ერთადერთ იმპორტიორს. კომპანია ასევე ახორციელებს ავეჯის იმპორტს სხვადასხვა ქვეყნებიდან და ორიენტირებულია ხარისხსა და მისაღებ ფასზე.
ავეჯის სახლი "ფლექსვუდი" აცხადებს ვაკანსიას ქალაქ ქუთაისში საწყობის თანამშრომლის პოზიციაზე.
სამუშაო პირობები:
** სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე
** სამუშაო საათები: 10:00 - 18:00
** ანაზღაურება: 900-1500 ლარი
** მისამართი: ქ. ქუთაისი, გუგუნავას ქ. N13
ფუნქცია-მოვალეობები:
** ავეჯის დაცლა-დატვირთვა
** ავეჯის აწყობა და დამზადება (შესწავლა უზრუნველყოფილია)
კომპანია გთავაზობთ:
** მეგობრულ და კომფორტულ სამუშაო გარემოს
** კარიერული წინსვლის პერსპექტივას
დამატებითი ინფორმაცია:
თუ გსურთ გახდეთ ფლექსვუდის გუნდის წევრი, გამოგვიგზავნეთ CV ელ.ფოსტაზე: info.flexwood@gmail.com ან დაგვიკავშირდით ნომერზე: 593 50 75 57
CV-ის გამოგზავნის შემთხვევაში გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ სასურველი პოზიციის დასახელება.
|
|
|
|