Print | Close
https://jobs.ge//ge/?id=710612&print=yes&view=jobs
 
კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი
მომწოდებელი: მედიქალ ვორლდი
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 26 აპრილი
"მედიქალ ვორლდი" 2003 წლიდან ოპერირებს ბაზარზე და აქტიურად ახორციელებს სამედიცინო აპარატურის იმპორტს.

ორგანიზაციის მისია თანამედროვე სამედიცინო ბაზრის მოთხოვნების შესაბამისი, სრული და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურით უზრუნველყოფაა.

კომპანიის პერსონალი დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური ინჟინრებით და მისი ძირითადი პრიორიტეტი თანამედროვე და ხარისხიანი სამედიცინო აპარატურის იმპორტია.

კომპანია "მედიქალ ვორლდის" ერთ-ერთი მიმართულებაა Medical World Spa & Wellness, რომელიც მაღალი ხარისხის სპა და ველნეს აღჭურვილობის იმპორტზეა ორიენტირებული.

"მედიქალ ვორლდი" აცხადებს ვაკანსიას კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის ქ. 3
სამუშაო განაკვეთი: სრული (ორშაბათი - პარასკევი, 10:00-18:00)
ანაზღაურება: 1500 ლარი და საბონუსე სისტემა

სამუშაოს აღწერა:

** პოტენციური მომხმარებლისთვის კომპანიის პროდუქტებისა და სერვისების აქტიური შეთავაზება
** კლიენტებთან მოლაპარაკების წარმოება და გაყიდვების ზრდაზე მუდმივი ორიენტირება
** არსებულ ორგანიზაციებთან ხელშეკრულებების პირობების შეთანხმება
** მომხმარებლის დამატებითი საჭიროებების დადგენა და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, შესაბამის განყოფილებასთან ერთად ახალ შეთავაზებებზე მუშაობა
** კლიენტების მუდმივი ინფორმირება ახალი პროდუქტებისა და მიმდინარე ცვლილებების შესახებ
** საბაზრო ფასებისა და ახალი პროდუქტების მონიტორინგი
** პოტენციურ კლიენტებთან შეხვედრების ყოველკვირეული დაგეგმვა და რეპორტის წარმოება
** ყოველთვიური გეგმით განსაზღვრული შედეგების შესრულება

მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება
** გაყიდვების მიმართულებით მინიმუმ 2-წლიანი სამუშაო გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე
** საოფისე პროგრამების სამომხმარებლო დონეზე ფლობა
** მართვის მოწმობა

პიროვნული მახასიათებლები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** სამუშაოს ორგანიზებისა და დროის მართვის უნარი
** გადაწყვეტილების დამოუკიდებლად მიღების უნარი
** პასუხისმგებლობა
** ინიციატივის გამოვლენის უნარი
** ენერგიულობა და შრომისმოყვარეობა

ბენეფიტები:

** სასიამოვნო სამუშაო გარემო და მეგობრული გუნდი
** მნიშვნელოვანი ფასდაკლება ჩვენს ლაბორატორიულ კლინიკაში ყველა ტიპის მომსახურებაზე (მათ შორის ოჯახის წევრებისთვისაც)

შერჩევის ეტაპები:

** რეზიუმეების მიღება/გადარჩევა
** ინდივიდუალური გასაუბრება

დამატებითი ინფორმაცია:

ჩვენი ორგანიზაციის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებგვერდებზე: https://mworld.ge; https://mspa.ge

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები ჩვენი მხრიდან დამუშავდება თქვენთან შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღებისთვის. ასევე, თქვენი რეზიუმე შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვდეს სხვა რელევანტური ვაკანსიისთვის.

თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელფოსტაზე: hr.mwlab@gmail.com

გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია