|
დასახელება:
პროექტების მართვის სამსახ. II კატეგორიის მთავარი სპეციალისტი
|
| მომწოდებელი:
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია
|
|
გამოქვეყნდა: 26 მარტი
/ ბოლო ვადა: 10 აპრილი
|
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" აცხადებს კანდიდატთა შერჩევას დონორი ორგანიზაციების მიერ დაფინანსებული პროექტების მართვის დეპარტამენტის პროექტების მართვის სამსახურის II კატეგორიის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: თბილისი
სამუშაო გრაფიკი: სრული
ანაზღაურება: 3800 ლარი (gross)
ფუნქცია-მოვალეობები:
** დეპარტამენტის ამოცანებისა და გეგმა-გრაფიკების შესრულების კონტროლი და უზრუნველყოფა;
** მიმდინარე სამუშაოების ყოველდღიური მონიტორინგი (მათ შორის პერიოდულად სამშენებლო მოედანზე);
** კონტრაქტორებთან და შიდა სტრუქტურებთან ეფექტიანი კოორდინაცია;
** ხელშეკრულებების, ვადების, ბიუჯეტისა და ხარჯთაღრიცხვის შესრულების კონტროლი;
** შესრულებული სამუშაოების ხარისხისა და შესაბამისობის შემოწმება;
** პროექტების მართვაში მონაწილეობა და მათი მიმდინარეობის მონიტორინგი;
** პრობლემების იდენტიფიცირება და მაკორექტირებელი ღონისძიებების ინიცირება;
** პროექტებში ცვლილებებისა და ალტერნატიული გადაწყვეტების განხილვა;
** კონტრაქტორების მიერ ვალდებულებების დარღვევის შემთხვევაში რეკომენდაციების მომზადება;
** პროექტების ფინანსური მიმდინარეობის (ბიუჯეტის ათვისება) კონტროლი;
** რეგულარული რეპორტინგი (ვადები, ხარისხი, ბიუჯეტი) ხელმძღვანელობასთან;
** პერიოდული ანგარიშების მომზადება (თვიური, კვარტალური, წლიური);
** გარემოსდაცვითი და რისკების ანალიზის უზრუნველყოფა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** განათლება: უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს ვისაც აქვთ უმაღლესი განათლება ინჟინერიის მიმართულებით (სამშენებლო, სამოქალაქო, ინფრასტრუქტურული ინჟინერია ან შესაბამისი სფერო); ან/და უმაღლესი განათლება პროექტების მართვის, ტექნიკური მენეჯმენტის, მომიჯნავე მიმართულებით; ან/და უმაღლესი განათლება სამართლის მიმართულებით;
** სასურველია დამატებითი კვალიფიკაცია/სერტიფიკატი პროექტების მართვაში (მაგ.: PMP ან მსგავსი);
** უპირატესობა მიენიჭება კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ცოდნა სამშენებლო სტანდარტების, კონტრაქტების მართვისა და ხარჯთაღრიცხვის სფეროში ან/და აქვთ პრაქტიკული გამოცდილება ინფრასტრუქტურულ/სამშენებლო პროექტებში;
** სამუშაო გამოცდილება: მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება პროექტების მართვის მიმართულებით; სასურველია გამოცდილება დონორ ორგანიზაციებთან ურთიერთობის მიმართულებით; სასურველია პრაქტიკული გამოცდილება პროექტის სრული ციკლის მართვაში (დაგეგმვა, განხორციელება, მონიტორინგი, ანგარიშგება);
** სასურველია გამოცდილება დაინტერესებული მხარეების კოორდინაციაში (დონორები, კონტრაქტორები, კონსულტანტები სახელმწიფო უწყებები);
** სავალდებულოა ინგლისური ენის C1 დონეზე ცოდნა (წერა, კითხვა, საუბარი);
** სავალდებულოა კომპიუტერული პროგრამების — Microsoft Word და Microsoft Excel — მაღალ დონეზე ცოდნა;
** სასურველია გამოცდილება ინფრასტრუქტურულ/საინჟინრო ან საჯარო სექტორის პროექტებში.
პიროვნული მახასიათებლები:
** მულტიფუნქციურ გარემოში ეფექტიანად მუშაობის უნარი;
** სწრაფი მუშაობისა და პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
** მაღალი დონის ორგანიზებულობა და დროის ეფექტიანი მართვა;
** დავალებების შესრულების კონტროლისა და შემდგომი მონიტორინგის (follow-up) უნარი;
** ძლიერი რეპორტინგისა და ანალიტიკური უნარები.
შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ქმნის თანასწორ და ღირსეულ სამუშაო გარემოს, სადაც განსხვავებული პერსპექტივები დაფასებულია და ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია აკრძალულია კანონის შესაბამისად.
კომპანია ხელს უწყობს მრავალფეროვანი გარემოს შექმნას და გენდერული ბალანსის მიღწევას. კომპანია მიესალმება გამოცხადებულ ვაკანსიებზე, მათ შორის ტექნიკურ პოზიციებზე, ქალი კანდიდატების მიერ განაცხადის შემოტანას და უზრუნველყოფს თანაბარი პირობებისა და შესაძლებლობების მქონე სამუშაო გარემოს შექმნას.
დაინტერესებულმა პირებმა მიმდინარე წლის 10 აპრილის ჩათვლით გამოაგზავნეთ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: konkursi@water.gov.ge. გთხოვთ, წერილის სათაურში მიუთითოთ პოზიციის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში განაცხადი არ განიხილება.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებას!
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს "საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. რეზიუმეს/CV-ს გამოგზავნით კანდიდატი აცხადებს თანხმობას მისი პერსონალური მონაცემების აღნიშნული საფუძვლით დამუშავებაზე.
|
|
|
|