Робота для біженців з України
სამედიცინო წარმომადგენელი - AllergoSan
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: სამედიცინო წარმომადგენელი - AllergoSan
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 03 აპრილი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით.

თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს სამედიცინო წარმომადგენლის ვაკანსიას (AllergoSan - ალერგოსანი - ავსტრიული პრემიუმ ბრენდი)

ფუნქცია-მოვალეობები:

** გეგმიური ვიზიტების დაგეგმვა/განხორციელება და პროდუქციის პრეზენტაცია სამედიცინო დაწესებულებებში
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები (ცოდნა და გამოცდილება):

** უმაღლესი განათლება ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით
** მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება გაყიდვების სფეროში
** რუსული ან ინგლისური ენების ცოდნა
** საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა მომხმარებლის დონეზე

პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** თავდაჯერებულობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნოთ განაცხადი შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge

სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: სამედიცინო წარმომადგენლი (AllergoSan - ალერგოსანი - ავსტრიული პრემიუმ ბრენდი)

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა: 2026 წლის 3 აპრილი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე