Робота для біженців з України
ბრენდ მენეჯერი - Puressentiel
 
ყველა ვაკანსია ამ ორგანიზაციის ყველა განცხადება ამოსაბეჭდი ვერსია
დასახელება: ბრენდ მენეჯერი - Puressentiel
მომწოდებელი: პსპ ფარმა
გამოქვეყნდა: 26 მარტი / ბოლო ვადა: 03 აპრილი
"PSP Pharma" ISO 9001 ხარისხის საერთაშორისო სტანდარტის მქონე პირველი ქართული ფარმაცევტული კომპანიაა, რომელიც 1994 წლიდან უზრუნველყოფს მაღალი ხარისხის ევროპული მედიკამენტებისა და პარაფარმაცევტული პროდუქციის ხელმისაწვდომობას.

დღეს PSP წარმოდგენილია 350-ზე მეტი აფთიაქით მთელ საქართველოში და ემსახურება 2 მილიონზე მეტ მომხმარებელს ყოველთვიურად.

კომპანია გამოირჩევა მომხმარებელზე ორიენტირებული სტანდარტებით, მაღალკვალიფიციური ფარმაცევტებითა და კოსმეტიკის კონსულტანტებით. თანამშრომელთა პროფესიული ზრდისთვის PSP აკადემია უზრუნველყოფს სისტემატურ ტრენინგებს 2006 წლიდან.

"პსპ ფარმა" აცხადებს ბრენდ მენეჯერის ვაკანსიას (Puressentiel/ფიურესენშელი ფრანგული პრემიუმ ბრენდი).

ფუნქცია-მოვალეობები:

** ბრენდის პორტფელის მართვა და მისი განვითარება
** მიმდინარე ანგარიშების წარმოება ყოველდღიურად/ყოველკვირეულად
** გაყიდვების გეგმების შესასრულებლად აქტიური ღონისძიებების დაგეგმვა
** სხვადასხვა მარკეტინგულ ღონისძიებებში აქტიური მონაწილეობა (შეხვედრები, კონფერენციები)

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ფარმაციის ან მედიცინის მიმართულებით
** აუცილებელია სამედიცინო წარმომადგენლად მუშაობის გამოცდილება
** ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე
** MS Office პროგრამების ფლობა (Excel, PowerPoint)

პიროვნული თვისებები:

** პრეზენტაციისა და გაყიდვების უნარები
** ეფექტური კომუნიკაციის უნარი
** თავდაჯერებულობა
** სტრესულ სიტუაციებში მუშაობის უნარი
** ორგანიზებულობა

დამატებითი ინფორმაცია:

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელ.ფოსტის მისამართზე: hr@psp.ge

სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ბრენდ მენეჯერი (Puressentiel / ფიურესენშელი — ფრანგული პრემიუმ ბრენდი)

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 3 აპრილი
 
ყველა ვაკანსია ამოსაბეჭდი ვერსია
გადაიტანე Facebook-ზე